„მითხრეს, რომ პროვოკაცია მზადდებოდა.... არ მინდა ვიფიქრო, რომ ეს არის ის ფორმა, რომლითაც რაღაც ჯგუფმა ჩემთან ომი გადაწყვიტა“ - ეკა ბესელია გია აბაშიძის განცხადებას ეხმაურება
03-01-2019, 13:20

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

ეკა ბესელია უარყოფს ექსპერტ გია აბაშიძის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას, რომლის მიხედვითაც, იურიდიულ საკითხთა კომიტეტის ყოფილმა თავმჯდომარემ „ზაზა ოქუაშვილისგან აიღო ქრთამი „ომეგას“ მრავალმილიონიანი დავის მოსაგვარებლად".

 


როგორც ბესელიამ ლონდონიდან „რუსთავი 2"-თან სატელეფონო საუბრისას განაცხადა, პროვოკაციებს ელოდა და დარწმუნებულია, რომ გია აბაშიძე კონკრეტული ჯგუფის დავალებას ასრულებს.

 

 

„ეს იმდენად დიდი აბსურდია და ეს ისეთი სიგიჟეა, ისეთი სამარცხვინოა, რაც გია აბაშიძემ დაწერა, შინაარსში არ შევალ, მაგრამ რა არის ამ ყველაფრის პოლიტიკური მხარე, ამას ვხვდები.... გია აბაშიძისგან მიკვირს, ვინ დაავალა ასეთი რამის დაწერა? რაღაც ბმას ვხედავ იმაში, რომ დაახლოებით, 2-3 დღის წინ მითხრეს, რომ რაღაც ტიპის პროვოკაცია მზადდებოდა.... დარწმუნებული ვარ დავალებაა, ვინ დაავალა ამას გავარკვევ. არ მინდა დავიჯერო და არ მინდა ვიფიქრო, რომ ეს არის ის ფორმა და ის გზა, რომლითაც რაღაც ჯგუფმა ჩემთან ომი გადაწყვიტა", აცხადებს ეკა ბესელია.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი