საპარლამენტო ფრაქცია „ქართული ოცნების" თავმჯდომარე მამუკა მდინარაძე აცხადებს, რომ იურიდიულ საკითხთა კომიტეტიდან გედევან ფოფხაძის გამოწვევის პოლიტიკური გადაწყვეტილება ფრაქციის უმრავლესობამ მიიღო.
როგორც როსტომ მეფის სასახლეში ფრაქციის სხდომის დასრულების შემდეგ მამუკა მდინარაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, ფოფხაძის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილედ არჩევა გუნდში შეთანხმებული არ ყოფილა და პროცესი პროცედურული დარღვევებით წარიმართა.
„ჩვენ გამოვნახეთ ყველაზე რბილი ფორმა, რაც კი შეიძლება ამ შემთხვევაში გამონახულიყო იმის საპასუხოდ, რომ გუნდში არ იყო შეთანხმებული გედევან ფოფხაძის პირველი მოადგილეობის საკითხი იურიდიულ კომიტეტში, ამიტომ მიიღო ფრაქციამ ეს გადაწყვეტილება და წეღანაც ვთქვი, მეორეხარისხოვანიც კი არის, რომ პროცედურული დარღვევებით მოხდა მისი არჩევა, თუმცა ასეთი პრეცენდენტის დაშვება არის ძალიან ცუდი. ბიძინა ივანიშვილს ჰქონდა ის პოზიცია, რაც არის სწორი, რაც გამოიხატა შემდეგ ფრაქციის გადაწყვეტილებაში - პოზიცია, რომელიც ემთხვეოდა ფრაქციის წევრთა აბსოლუტურ უმრავლესობას", განაცხადა მდინარაძემ.
პარტიის ცენტრალურ ოფისში გამართულ შეხვედრას, პარტიის ლიდერი ბიძინა ივანიშვილიც ესწრებოდა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.