სამხრეთ კორეის სადაზვერვო სააგენტოს ცნობით, იტალიაში ჩრდილოეთ კორეის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი გაუჩინარდა. როგორც BBC იუწყება, ამ განცხადებამდე ცოტა ხნით ადრე გავრცელდა ინფორმაცია, რომ ფხენიანის უმაღლესი რანგის დიპლომატი იტალიაში, თავშესაფრის მიღებას დასავლეთის ერთ-ერთ სახელმწიფოში ცდილობდა.
ჯო სონგ-გილი, ჩრდილოეთ კორეის მოქმედი ელჩი რომში, ჩრდილოეთ კორეის მაღალი რანგის ოფიციალური პირების ვაჟი და სიძეა.
ბოლო მაღალი რანგის ჩრდილო კორეელი დიპლომატი, რომელიც პოლიტიკური მოტივით საზღვარგარეთ გაიქცა, დიდ ბრიტანეთში ელჩის მოადგილე იყო. საი ჩინ ჰომ თავისი პოსტი 2016 წელს მიატოვა და თავის ცოლთან და შვილებთან ერთად სამხრეთ კორეაში გაიქცა.
რომში საგანგებო ელჩის პოლიტიკური მოტივით გაქცევის ნაბიჯი კიმ ჩენ ინის რეჟიმისთვის დარტყმის მიყენებად იქნა აღქმული.
სამხრეთ კორეის სამთავრობო დეპუტატმა, კიმ მინ-კიმ სადაზვერვო სააგენტოს მოხსნების მოსმენის შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა, რომ ჯომ რომის საელჩო ერთ თვეზე მეტის ხნის წინ მიატოვა.
„მოქმედი ელჩის, ჯო სონგ-გილის ვადა გასული წლის ნოემბრის ბოლოს იწურებოდა და ის დიპლომატიური მისიის შენობიდან ნოემბრის დასაწყისში გაიქცა“, განაცხადა კიმ მინ-კიმ.
სამხრეთ კორეის ეროვნულმა სადაზვერვო სამსახურმა, რომელიც ჩრდილოეთიდან გაქცეული ყველა პირის დაკითხვას ახორციელებს, კანონმდებლებს უთხრა, რომ მას შემდეგ რაც რომის საელჩოდან ელჩი გაუჩინარდა, მათ მასთან არანაირი კონტაქტი არ ჰქონიათ.
იტალიის საგარეო საქმეთა სამინისტრომ BBC-ს უთხრა, რომ მათ არ გააჩნიათ რაიმე მონაცემი, რომელიც ჯოს თავშესაფრის მოთხოვნას დაადასტურებდა.
სამხრეთ კორეის გაზეთი „JoongAng Ilbo“ დიპლომატიურ წყაროზე დაყრდნობით იტყობინება, რომ ჩრდილო კორეელი დიპლომატი თავის ოჯახთან ერთად „უსაფრთხო ადგილას“ იმყოფება.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.