ჰიპერმარკეტ "გორგიაში" ხანძარი გაჩნდა, რის შედეგადაც 8 ადამიანი არის დაშავებული. სასწრაფო დახმარების ბრიგადებმა ისინი საავადმყოფოებში გადაიყვანეს. ამ დროისთვის ხანძარი ლიკვიდირებულია.
ჰიპერმარკეტ "გორგიას" კომუნიკაციების მენეჯერის ინფორმაციით, ხანძრის გამომწვევი მიზეზი, სავარაუდოდ, ელექტროგაყვანილობა გახდა. "გორგიას" კომუნიკაციების მენეჯერის გიორგი ბახუტაშვილის თქმით, ხანძარი დილით, დაახლოებით 09.00 საათისთვის სავაჭრო ცენტრის მეორე სართულზე გაჩნდა. დარბაზი, სადაც ხანძარი გაჩნდა, ავეჯის განყოფილება იყო. მისივე ინფორმაციით, სწორედ ამ ფაქტმა გამოიწვია დიდი მასშტაბის კვამლი.
"ცეცხლი სავაჭრო ცენტრის მეორე სართულზე გაჩნდა. ხანძარი მასშტაბური არ იყო, თუმცა დიდი რაოდენობით კვამლი იყო", - განაცხადა "გორგიას" კომუნიკაციების მენეჯერმა.
მისივე თქმით, ზარალის შესახებ ინფორმაცია ამ ეტაპზე არ აქვს და ზარალს შესაბამისი სამსახური დაადგენს. რაც შეეხება ინფორმაციას, თუ როდის განაახლებს სავაჭრო ცენტრი მუშაობას, გიორგი ბახუტაშვილის თქმით, ამაზე დღის ბოლოს გახდება ცნობილი.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.