„ევროპული საქართველოს" წევრის, ოთარ კახიძის აზრით, „ქართულ ოცნებაში" ერთმანეთს არა უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების სიის, არამედ ძალაუფლების გადანაწილების გამო დაუპირისპირდნენ.
კახიძე ამბობს, რომ უვადო მოსამართლეთა სია, რომელიც იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ პარლამენტს წარუდგინა, ბიძინა ივანიშვილთან იყო შეთანხმებული, ეკა ბესელია კი, იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის პოსტიდან სწორედ ივანიშვილის სურვილით გაუშვეს.
„მოსამართლეთა სია შეთანხმებული იყო ივანიშვილთან. შესაბამისად, ჩინჩალაძის განწესება უზენაეს სასამართლოში უვადოდ არის ივანიშვილის სურვილი და თუ ვინმეს უმრავლესობიდან აქვს რამე პროტესტი ამასთან დაკავშირებით უნდა დააფიქსიროს ბიძინა ივანიშვილის მისამართით ეს პროტესტი, მაგრამ ამას ვერ ბედავენ იმიტომ, რომ რეალურად მათ ეს თემა არ აღელვებთ, მათ აღელვებთ შიდა კლანური ურთიერთობების გარკვევა. ქალბატონი ბესელია ივანიშვილის სურვილით გაუშვეს ამ შემთხვევაში თანამდებობიდან და ეს არ ყოფილა რაღაც პრინციპული საკითხი, რომელიც შემოგვასაღეს საზოგადოებას, რომ რაღაც პრინციპული პოზიციების გამო დატოვა თანამდებობა. ეს ასე არ არის", თქვა ოთარ კახიძემ ჟურნალისტებთან საუბრისას.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.