ფრაქცია „ქართულმა ოცნებამ“ იურიდიულ კომიტეტში ვაკანტურ თანამდებობებზე მამუკა მდინარაძე და გოგა გულორდავა წარადგინა. ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, გურამ მაჭარაშვილმა პარლამენტის ბიუროს სხდომის შემდეგ განაცხადა.
„როგორც მოგეხსენებათ, დღეს ჩატარდა ფრაქცია „ქართული ოცნების“ სხდომა და პარლამენტის რეგლამენტის 51-ე მუხლის შესაბამისად, ფრაქციამ გამოიწვია იურიდიული კომიტეტიდან ბატონი გედევან ფოფხაძე. შესაბამისად, ბატონი გედევან ფოფხაძე ვეღარ დაიკავებს იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილის თანამდებობას“, განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა, როგორც ამას „საზოგადოებრივი მაუწყებელი“ იტყობინება.
დეპუტატის თქმით, დღევანდელი გადაწყვეტილების შემდეგ კომიტეტში დარჩა ორი წევრის ვაკანტური თანამდებობა.
„ერთი გახლავთ „მწვანეების“ მიერ დათმობილი, ხოლო მეორე უშუალოდ „ქართული ოცნების“ ვაკანტური თანამდებობა. დღეს ბიუროს სხდომაზე ჩვენ მივიღეთ ცნობად, რომ გედევან ფოფხაძე არის გაწვეული იურიდიული კომიტეტიდან და შესაბამისად ფრაქციამ ორი წევრი წარადგინა. ეს გახლავთ მამუკა მდინარაძე და გოგა გულორდავა. ამის შემდგომი პროცედურები შემდეგნაირად განხორციელდება – იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარის ერთ-ერთი მოადგილე მოიწვევს კომიტეტის სხდომას და აღნიშნულ სხდომაზე სიითი შემადგენლობის უმრავლესობით ერთ-ერთ მოადგილეს კომიტეტი დააკისრებს კომიტეტის თავმჯდომარის მოვალეობას, სანამ საპარლამენტო სესია არ აირჩევს ახალ თავმჯდომარეს“, აღნიშნა გურამ მაჭარაშვილმა.
კითხვას, ვინ იქნება იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე და იქნება თუ არა ეს ანრი ოხანაშვილი, დეპუტატი პასუხობს, რომ ბიუროზე აღინიშნა, რომ ეს საკითხი უნდა შეთანხმდეს გუნდში პარტიის ხელმძღვანელობასთან ერთად.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.