ამერიკის შეერთებული შტატების კონგრესის წარმომადგენლობითი პალატის სპიკერად 78 წლის „დემოკრატი“ ნენსი პელოსი აირჩიეს
04-01-2019, 00:32

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

„დემოკრატი“ ნენსი პელოსი ისევ ამერიკის შეერთებული შტატების წარმომადგენლობითი პალატის სპიკერად აირჩიეს და მან ვაშინგტონში მესამე ყველაზე გავლენიანი პოსტი ჩაიბარა იმ ფონზე, როდესაც ტრამპის მიერ აშშ-მექსიკის საზღვარზე კედლის მშენებლობისთვის 5 მილიარდზე მეტი აშშ დოლარის გამოყოფის მოთხოვნისთვის სენატორების მიერ უარის თქმის და შესაბამისად, ბიუჯეტის დაუმტკიცებლობის გამო, ამერიკის მთავრობა უკვე ორი კვირაა ნაწილობრივ დახურულია.

 


პელოსიმ განაცხადა, რომ მას სურს მთავრობამ მუშაობა განაახლოს, მაგრამ დასძინა, რომ იგი მხარს არ დაუჭერს კედლის მშენებლობას.

 


„მე განსაკუთრებით ამაყი ვარ, რომ ქალი სპიკერი ვიქნები კონგრესის წარმომადგენლობითი პალატის, რომელიც ქალებისთვის კენჭისყრაში მონაწილეობის უფლების მინიჭების 100 წელს აღნიშნავს“, განაცხადა 78 წლის პელოსიმ და დაამატა:

 


„და ასევე, მნიშვნელოვანია ის, რომ ჩვენ ყველას გვაქვს შესაძლებლობა და პატივი ვუხელმძღვანელოთ 100-ზე მეტი ქალისაგან შემდგარ კონგრესს, რაც აშშ-ის ისტორიაში კონგრესის ქალი წევრების ყველაზე დიდი რაოდენობაა“.

 

 

ისტორიულად მრავალფეროვანი კონგრესი

 


კონგრესში 102 ქალი მსახურობს, რაც ყველაზე მაღალი მაჩვენებელია ამერიკის შეერთებული შტატების ისტორიაში. მათგან 36 ახლადარჩეული და 43 კი ფერდკანიანია. კონგრესის ახალ ქალ წევრთა შორის უმეტესობა „დემოკრატია“.

 


კონგრესის წევრ ქალებს შორის მუსლიმებიც არიან - რაშია თლაინი მიჩიგანიდან და ილჰან ომარი მინესოტადან. ამასთან, კონგრესის წევრები გახდნენ ამერიკის პირველი მკვიდრი ქალები - დებრა ჰაალანდი ნიუ მეხიკოდან და შარის დევიდსი კანზასიდან.

 


ნიუ იორკიდან კი ალექსანდრია ოკასიო-კორტესი კოგრესის ყველაზე ახალგაზრდა წევრი ქალი გახდა, ვინც კი ოდესმე აურჩევიათ.

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი