საქართველოს თავდაცვის ძალების აღმოსავლეთ სარდლობის I ქვეითი ბრიგადის სამხედრო მოსამსახურეებმა ახალი 2019 წელი გორის, მცხეთისა და ახალციხის მუნიციპალიტეტების მრავალშვილიან ოჯახებს მიულოცეს. საქველმოქმედო აქციის ფარგლებში სამხედროებმა მრავალშვილიანი ოჯახებისთვის ტკბილეული, სათამაშოები, მედიკამენტები, საყოფაცხოვრებო ნივთები და სხვადასხვა სახის პროდუქტი შეიძინეს და საახალწლოდ პირადად გადასცეს.
გორის მუნიციპალიტეტის სოფელ წმინდაწყალში მცხოვრებ ჯიმშერ დიაკვანიძის ექვსულიან ოჯახს სამხედროებთან ერთად აღმოსავლეთ სარდალი, პოლკოვნიკი ალექსანდრე კიკნაძე და I ქვეითი ბრიგადის მეთაური, ვიცე-პოლკოვნიკი როლანდ ძნელაძე ესტუმრა. სოფელ ახალუბანში გიორგი ბაინდურაშვილის 8-სულიან ოჯახს ახალი წელი I ქვეითი ბრიგადის შტაბის უფროსმა, ვიცე-პოლკოვნიკმა ზაზა შალამბერიძემ და ბრიგადის სერჟანტმა, მთავარმა სერჟანტმა შალვა მთვარელაშვილმა მიულოცეს.
I ქვეითი ბრიგადის მე-12 ბატალიონი მცხეთის რაიონის სოფელ ახალ ნიჩბისში დემურ მაკარაშვილის 7-სულიან ოჯახში იმყოფებოდა, ხოლო მე-13 ბატალიონმა ახალციხეში ნუგზარ კვახაჯელიძის და აფხაზეთის ომის მონაწილის ემზარ მესხის ოჯახებს მიულოცეს ახალი წელი.
სამხედრო-სამოქალაქო ურთიერთობების გაღრმავების მიზნით საქართველოს თავდაცვის ძალების წარმომადგენლები საქველმოქმედო აქციებს ხშირად მართავენ და მრავალშვილიან ოჯახებს სხვდასხვა სახის დახმარებას უწევენ.
ინფორმაციას თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.