საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ანრი ოხანაშვილი იურიდიულ საკითხთა კომიტეტის გარშემო ბოლო პერიოდში განვთარებულ მოვლენებს ეხმაურება და აცხადებს, რომ „ქართული ოცნებაში" კრიზისი არ არსებობს, აზრთა სხვადასხვაობა კი, როგორც ოხანაშვილი ამბობს, გუნდში პირველი შემთხვევა არ არის.
„კრიზისის ნიშნებიც კი არ არის, ასეთი სიტუაციები ყოფილა სხვა დროსაც. ამიტომ, ეს არის მიმდინარე მორიგი პროცესი, სადაც პოზიციები შესაძლოა იყოს სხვადასხვა, თუმცა ჩვენთვის მნიშვნელოვანია, ჩვენი გუნდის თითოეული წევრი, ჩვენ ვუფრთხილდებით ჩვენი გუნდის თითოეულ წევრს და აზრთა სხვადასხვაობა არ ნიშნავს, რომ აქ ადგილი აქვს კრიზისს", განაცხადა ოხანაშვილმა, რომელმაც ასევე აღნიშნა, რომ იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის პოსტზე მისი კანდიდატურაც განიხილება.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.