„თუ ჩვენ ჩინჩალაძეს და ამ მოსამართლეებს დავნიშნავთ, ჩვენ ქართველი ხალხის წინაშე არათუ მართლები არ ვიქნებით, არამედ ეს იქნება აშკარა მოტყუება მეორე ტურის განწყობების გათვალისწინებით", აცხადებს საპარლამენტო უმრავლესობის წევრი გედევან ფოფხაძე.
ფოფხაძის თქმით, უღირსი მოსამართლეების შერჩევა ქვეყნისთვის კატასტროფა იქნება.
„გუნდიდან წასვლა არის ტექნიკური და ორგანიზაციული ნაწილი. ის არ არის მარტო პოლიტიკური გადაწყვეტილება ამ შემთხვევაში. მე კენჭისყრის დროს მაგ გადაწყვეტილებას წინააღმდეგობა მივეცი. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ მოსამართლეების შერჩევის თემა ჩვენმა პრობლემებმა არ გადაფაროს იმიტომ, რომ დაიწყონ ჩვენმა ოპონენტებმა ასეთი ტაქტიკით მოქმედება ამ თემასთან დაკავშირებით. ეკაზე ცუდს ამბობენ, შემდეგ შეიძლება სხვებზეც იგივე გააკეთონ. მე გუნდში ვიქნები, არ ვიქნები, მთავარი ჩვენ არ ვართ, მთავარი არის მოსამართლეთა შერჩევის პროცედურა. სულ რომ არ ვიყო მე, მოსამართლეებად უღირსი ადამიანების შერჩევა ქვეყნისთვის არის კატასტროფა....ხალხმა მართლა იმიტომ მოგვცა ხმა, რომ ლამის დავუჩოქეთ ხალხს და ვთხოვეთ, შეგვეშალა, არასწორები ვიყავით, ბევრი რამე არასწორად გავაკეთეთ, მაგრამ ახლა ნუ გაგვწირავთ, სააკაშვილი უარესია და არ გვინდა, ქვეყანა დაიღუპოს და მოდით არჩევნებზე, გვიშველეთ", განაცხადა ფოფხაძემ „რუსთავი 2"-თან სატელეფონო ინტერვიუში.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.