ზაქარია ქუცნაშვილი თამაზ მეჭიაურზე საუბრობს: როცა მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელი კაპოტზე ქეიფით საჯაროდ დემონსტრირებს, ეს არის მავნე ზეგავლენის პირდაპირი პროპაგანდირება
04-01-2019, 16:20

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ზაქარია ქუცნაშვილი თიანეთში მომხდარ მკვლელობას ირიბად თიანეთის მუნიციპალიტეტის მერს, თამაზ მეჭიაურს უკავშირებს. ქუცნაშვილი ამბობს, რომ მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელის მიერ ალკოჰოლის მოხმარება და ქუჩაში კაპოტზე ქეიფი მავნე ზეგავლენას ახდენს საზოგადოებაზე და შედეგად, თიანეთში სიმთვრალეში ჩადენილი დანაშაულები გახშირდა.

 

 

„დანაშაული ჩადენილია სიმთვრალეში, რაც ჩემთვის ძალიან საგანგაშოა. როცა მე გამოვდიოდი და საჯაროდ ვაკრიტიკებდი საჯარო სივრცეში ალკოჰოლური თრობის საწინააღმდეგო კამპანიას და ბევრი იუმორიც ხვდებოდა ამას, რომ კაპოტზე ქეიფის პროპაგანდირება, ეს ჩვეულებრივი ამბავია, სახუმარო ამბავია და არასერიოზული ამბავი, მე მგონი, ყველა დარწმუნდება, სამწუხაროდ, რა მძიმე შედეგები გამოიღო ამ მავნე ზეგავლენის ცხოვრების პროპაგანდირებამ. 

 

 

როცა მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელი კაპოტზე ქეიფით საჯაროდ დემონსტრირებს და მავნე ზეგავლენას ახდენს საზოგადოებაზე და როცა ყველამ იცის, რომ ჯიბით ატარებს კონიაკს, როცა სამუშაო კაბინეტში წიგნის თაროები წიგნის ნაცვლად, სავსეა ალკოჰოლური სასმელებით, ეს არის მავნე ზეგავლენის პირდაპირი პროპაგანდირება", აცხადებს ზაქარია ქუცნაშვილი.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი