თამაზ მეჭიაური ზაქარია ქუცნაშვილს პასუხობს: ამ სულიერმა ჩათვალა, რომ რადგანაც ღორის წელიწადია, მას ყველაფერი ეპატიება, რადგანაც ქუცუნას ეძახიან
04-01-2019, 17:27

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

თიანეთის მუნიციპალიტეტის მერი თამაზ მეჭიაური საპარლამენტო უმრავლესობის წევრის, ზაქარია ქუცნაშვილის ბრალდებებს ეხმაურება.

 

 

ქუცნაშვილს, რომელიც აცხადებს, რომ მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელის მიერ ალკოჰოლის მოხმარება და ქუჩაში კაპოტზე ქეიფი მავნე ზეგავლენას ახდენს საზოგადოებაზე და შედეგად, თიანეთში სიმთვრალეში ჩადენილი დანაშაულები გახშირდა, მეჭიაური ასე პასუხობს:

 

 

„ამ სულიერმა ჩათვალა, რომ რადგანაც ღორის წელიწადია, მას ყველაფერი ეპატიება, რადგანაც ქუცუნას ეძახიან. ჰოდა, ალბათ ასეც არის, მაგრამ დაავიწყდა, რომ ღორის წელია რომაა, ტახის წელიწადია და არა მისნაირი გოჭების. აქედან გამომდინარე სჯობს, რომ არ ისარგებლოს ბოროტად სხვისი ტრაგედიით და ყველაფერი სხვას არ გადააბრალოს, მით უფრო, რომ იმ არეალში, სადაც ის დეპუტატად წოდებულია არც თუ ისე დიდი ხნის წინ ამერიკელების ოჯახი ამოწყვიტეს და მე მგონი უზნეობა იქნებოდა ჩემი მხრიდან, რომ მისთვის დამებრალებინა ეს ყველაფერი. გაკოტრებულია როგორც პოლიტიკოსი და ახლა ასეთი რაღაცეებით უნდა მიიპყროს ყურადღება. ჯერ დაბორიალობს პოლიტიკურ სივრცეში ისე, რომ ვერ გაურკვევია სად არის. კაპოტზე მაშინაც მქონია და მომავალშიც, თუ ექიმები დამრთავენ ნებას, საერთოდ, კაი ხანია აკრძალული მაქვს, 50 გრამზე მეტ კონიაკს ვერ ვსვამ.მის ჯინაზე კიდევაც გავშლი. მისგან განსხვავებით კაპოტზე უამრავ პროექტზე გვაქვს ხელი მოწერილი და მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება გვაქვს მიღებული. ასე რომ, მისნაირი კაცუნების გადასაწყვეტი არ არის მე რას გავაკეთებ", განაცხადა მეჭიაურმა „რუსთავი 2"-თან სატელეფონო საუბრისას.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი