„ეს ადამიანი საზოგადოებას რევოლუციისკენ იწვევს", ასე ეხმაურება „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" პოლიტიკური საბჭოს თავმჯდომარე ნიკა მელია მედიაში გავრცელებულ ინფორმაციას, რომლის მიხედვითაც, ბიძინა ივანიშვილი კანაფის კულტივაციის შესახებ კანონპროექტის პარლამენტიდან გაწვევის გამო, მმართველ გუნდს დაუპირისპირდა.
„რევოლუციას არ და ვერ აწყობს ხალხი, აწყობს ხელისუფლება. ბიძინა ივანიშვილი ყველაფერს წარმატებით აკეთებს, რომ ძალიან მალე ეს ადამიანი ხალხმა აიძულოს ან თავისი ფეხით შევიდეს საკანში ან გაიქცეს ამ ქვეყნიდან. ანრი ოხანაშვილი შეეწინააღმდეგება, თუ აკაკი ზოიძე, რასაც გაუკეთებენ, თათებზე დგებიან, უკანა თათებზე და იმას აკეთებენ მუდმივად. მისი აქტივები შემცირდა 800 მილიონი დოლარით, ამას ხომ ამოღება სჭირდება. გეგმა მაქვსო, ორი წელიწადი ვიმუშავეო, რომელიც იძლევა 500%-იან მოგებას", განაცხადა ნიკა მელიამ „რუსთავი 2"-თან საუბრისას.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.