ზურაბ ჭიაბერაშვილი კანაფის კულტივაციის შესახებ კანონპროექტზე: შანსი იმისა, რომ ივანიშვილმა კვლავ შემოატანინოს პარლამენტში ეს კანონპროექტი და მიაღებინოს, ძალიან მაღალია
04-01-2019, 19:27

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

„ევროპულ საქართველოში" ეხმაურებიან მედიაში გავრცელებულ ინფორმაციას, რომლის მიხედვითაც, ბიძინა ივანიშვილი კანაფის კულტივაციის შესახებ კანონპროექტის პარლამენტიდან გაწვევის გამო, მმართველ გუნდს დაუპირისპირდა.

 

 

ზურაბ ჭიაბერაშვილის აზრით, აღნიშნული კანონპროექტის საკანონმდებლო ორგანოში დაბრუნების შანსი ძალიან მაღალია.

 

 

„ის, რომ ბიძინა ივანიშვილმა ისევ წამოსწია ეს თემა, მეტყველებს ერთ რამეზე, რომ მას თავში აქვს ამ მეთოდით თავისი ქონების კიდევ უფრო მეტად გაზრდა. ის დროებით დაიხევს ხოლმე უკან და ასე მოხდა პირველი ტურის შემდეგ, როდესაც მას ძალიან შეეშინდა წაგების და გააკეთა ყველაფერი, იკადრა ყველაფერი, რაც კი შეიძლება ძალადობა, მოსყიდვა, დაშინება ყოფილიყო მეორე ტურისთვის. ბუნებრივია, მას შემდეგ, რაც ასრულდა საპრეზიდენტო არჩევნები, მას ექნება სურვილი, რომ ეს თემა წამოწიოს და მას ჰყავს იმ ტიპის უმრავლესობა, რომელიც ყველაფერში ეთანხმება ივანიშვილს იმიტომ, რომ ივანიშვილის გარეშე ეს პოლიტიკური გუნდი არ არსებობს. ბუნებრივია, შანსი იმისა, რომ ივანიშვილმა კვლავ შემოატანინოს მათ პარლამენტში ეს კანონპროექტი და მიაღებინოს, ძალიან მაღალია", განაცხადა „რუსთავი 2"-თან საუბრისას ზურაბ ჭიაბერაშვილმა.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი