შეერთებული შტატების პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ იგი მზად არის აშშ-ის მთავრობის ნაწილობრივი დახურვა წლების განმავლობაშიც კი გაგრძელდეს.
„დემოკრატების“ ლიდერებთან შეხვედრის შემდეგ პრეზიდენტმა ასევე თქვა, რომ მან შესაძლოა ეროვნული საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადოს, რომ გვერდი აუაროს კონგრესს და მაინც გაიტანოს მისი წინადადება აშშ-მექსიკის საზღვრის კედლის მშენებლობის თაობაზე, რომლისთვისაც 5 მილიარდზე მეტი აშშ დოლარის გამოყოფა გახდა მიზეზი კონგრესში გასული წლის დეკემბერში ბიუჯეტის ჩავარდნისა და მთავრობის ნაწილობრივი დახურვის, რის შედეგადაც, 22 დეკემბრის შემდეგ, დაახლოებით 800 000 ფედერალური თანამშრომელი ხელფასის გარეშეა დარჩენილი.
ტრამპი დაჟინებით აცხადებს, რომ კედლის დაფინასების გარეშე არანაირ კანონს არ მოაწერს ხელს, არადა „დემოკრატები“, რომელთა ხმებიც გადამწყვეტია კონგრესში, მტკიცედ ეწინაღდმეგებიან პრეზიდენტის იდეას.
ტრამპმა თავდაპირველად დადებითი შეფასება მისცა პარასკევს „დემოკრატებთან“ თეთრ სახლში გამართულ შეხვედრას და ის აღწერა, როგორც „ძალიან პოზიტიური“, მაგრამ შემდეგ ჟურნალისტებთან კომენტირებისას აღიარა, რომ იგი დაიმუქრა წლების განმავლობაშიც კი ამყოფოს ფედერალური უწყებები დახურულ მდგომარეობაში, თუკი ამის საჭიროება იქნება.
„მე ნამდვილად ვთქვი ეს, აბსოლუტურად, მე ეს ვთქვი. არ ვფიქრობ, რომ ეს ასე იქნება, მაგრამ მე მზად ვარ“, უთხრა ტრამპმა ჟურნალისტებს და დაამატა:
„მე ძალზე ამაყავი ვარ იმით, რასაც ვაკეთებ. მე არ ვუწოდებს მას დახურვას. მე მას ვუწოდებ იმას, თუ რა უნდა გააკეთო შენი ქვეყნის სასარგებლოდ და უსაფრთხოებისთვის“.
შეკითხვაზე განიხილვადა თუ არა საპრეზიდენტო ძალაუფლების გამოყენების საკითხს, კონგრესის გვერდის ავლით დაამტკიცოს კედლის მშენებლობის თანხა, ტრამპმა უპასუხა, რომ იგი ამის გაკეთებას ფიქრობს.
„შესაძლოა მე ეს გავაკეთო. ჩვენ შესაძლოა გამოვაცხადოთ ეროვნული საგანგებო მდგომარეობა და სწრაფად ავაშენოთ ის [კედელი]. ეს ამის გაკეთების მეორე გზაა“, აღნიშნა მან.
კონგრესის ახლადარჩეულმა „დემოკრატმა“ სპიკერმა ნენსი პელოსიმ განაცხადა, რომ პარასკევის შეხვედრა „დავით და კამათით“ წარიმართა.
სენატის „დემოკრატების“ ლიდერმა ჩაკ შამერმა ჟურნალისტებს განუცხადა: „ჩვენ ვუთხარით პრეზიდენტს, რომ ჩვენ გვჭირდებოდა მთავრობის მუშაობის განახლება. იგი წინააღმდეგობას გვიწევდა. ფაქტობრივად მან თქვა, რომ იგი დიდი ხნის განმავლობაში შეინარჩუნებდა მთავრობას დახურულ მდგომარეობაში - თვეების და წლების განმავლობაშიც კი“.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.