თერჯოლის მუნიციპალიტეტის მერი ბონდო სოფრომაძე, მერის პირველი მოადგილე მანუჩარ ფანჩულიძე და ინფრასტრუქტურის სამსახურის ხელმძღვანელი ვახტანგ იამანიძე სოფ. ზედა სიმონეთში იმყოფებოდნენ, სადაც სოციალურად დაუცველი მრავალშვილიანი ოჯახის სახლის გადახურვის სამუშაოები მიმდინარეობს.
„1-2 დეკემბრის ძლიერი ქარისაგან დაზიანდა სახურავის ნაწილი, რის შემდეგაც მერიის მიერ მოხდა გადასახურავი მასალის ოპერატიულად გადაცემა და სარეაბილიტაციო სამუშაოების დაწყება. რეაბილიტაციის დროს გამოიკვეთა, რომ სახლს ესაჭიროებოდა სახურავის მთლიანი შეცვლა. ოჯახი ამას ვერ მოახერხებდა საკუთარი სახსრებით, ამიტომ სამშენებლო მასალა შევუძინეთ, ხოლო გადაუდებელი აუცილებლობიდან გამომდინარე, გამარტივებული შესყიდვის საშუალებით, სამუშაოებს აწარმოებს შპს „საგო“. სარეაბილიტაციო სამუშაოები ამ წუთებშიც მიმდინარეობს, რათა დროულად, ამინდების გაუარესებამდე, დასრულდეს სახლის გადახურვა,“ - აღნიშნა ბონდო სოფრომაძემ.
თერჯოლის მუნიციპალიტეტში 1-2 დეკემბრის ძლიერი ქარის შედეგად დაზიანდა 56 საცხოვრებელი სახლისა და 5 საბავშვო ბაღის სახურავი. მიყენებული ზარალის აღმოსაფხვრელად დაიხარჯა 90 000 ლარი.
ინფორმაციას თერჯოლის მუნიციპალიტეტის მერიის პრესსამსახური ავრცელებს.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.