შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს მაშველებმა ლენტეხის რაიონის სოფელ ბენიერში დაკარგული ოთხი ტურისტი იპოვეს, - ამის შესახებ ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.
"შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოში შემოვიდა შეტყობინება, რომ ჩეხეთის მოქალაქეები გზას ვეღარ განაგრძობდნენ და შველას ითხოვდნენ. ადგილზე დაუყოვნებლად გავიდნენ რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის საგანგებო სიტუაციების მართვის სამმართველოს ცაგერის სახანძრო-სამაშველო განყოფილების მეხანძრე-მაშველები. აღნიშნულ სამაშველო ოპერაციაში დამატებით ჩაერთო სააგენტოს განსაკუთრებულ საგანგებო სიტუაციებზე რეაგირების სამმართველოს 10 კაციანი ჯგუფი. აღნიშნული ღონისძიების შედეგად, ტურისტები უსაფრთხო ადგილზე უვნებლად გადაიყვანეს", - ნათქვამია განცხადებაში.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.