სალომე ზურაბიშვილი: მინდა ვისურვო, რომ ენგურის ხიდი ძალიან ახლო მომავალში გახდეს გამაერთიანებელი ხიდი
05-01-2019, 17:02

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

15 წელზე მეტი გავიდა მას შემდეგ, რაც აქ პირველად ჩამოვედი, როგორც საგარეო საქმეთა ახლადდანიშნული მინისტრი, და დღეს ჩვენ ისევ აქ ვდგავართ, - ეს ჩვენი ქვეყნისთვის ძალიან დიდი ტრაგედიაა. ვდგავართ ამ ხიდზე, რომელიც ჰყოფს ჩვენს მოსახლეობას. ორივე მხარეს ჩვენი მოქალაქეები არიან და ამიტომ, მე მინდა ახალი წელი და დამდეგი შობა მივულოცო მათ, ვინც ცხოვრობს გალში, ასევე, ჩვენს აფხაზ ძმებს და ვისურვო, რომ ეს გამყოფი ხიდი ძალიან ახლო მომავალში გახდეს გამაერთიანებელი ხიდი, განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა ზუგდიდის რაიონში, კონფლიქტის ზონასთან მდებარე რუხის საგუშაგოზე, სადაც მან შსს-ს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის პოლიციელები მოინახულა.

 

 

პრეზიდენტის პრესსამსახურის ცნობით, ზურაბიშვილმა შსს-ს თანამშრომლებს შობა-ახალი წელი მიულოცა და მადლობა გადაუხადა გაწეული საქმიანობისათვის.

 

 

ასევე, სალომე ზურაბიშვილი ენგურის ხიდზე მოსახლეობას შეხვდა და კონფლიქტის ზონაში არსებული ვითარების შესახებ გაესაუბრა.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი