ნინოწმინდის გამგებელი გაგიკ კარსლიანი - გია კორკოტაშვილმა და მერაბ შათირიშვილმა 50 000 დოლარი მომთხოვეს
16-07-2015, 03:15

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის გამგებელი, გაგიკ კარსლიანი იმ ბრალდებებს პასუხობს, რაც მისი და ნინოწმინდის მაჟორიტარი დეპუტატის, ენზელ მკოიანის  მიმართ ბოლო პერიოდში „ქართული მისიის“ და მოძრაობა "ახალი რეალობისთვის“ ლიდერების, გია კორკოტაშვილის და მერაბ შათირიშვილის მიერ გაჟღერდა. კერძოდ, შათირიშვილმა საგანგებოდ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რომ ნინოწმინდაში ტენდერების ჩატარებისას დარღვევებია, მითვისებულია თანხები, ზოგიერთი პროექტი საერთოდ არ განხორციელებულა.


ამის საპასუხოდ ნინოწმინდის გამგებელი ექსკლუზიურ ინტერვიუში სკანდალურ განცხადებას აკთებს. გამგებელი ამბობს, რომ კორკოტაშვილმა და შათირიშვილმა მას შეუთვალეს, რომ ამ თემებს არ გაახმაურებდნენ, თუკი იგი ამის სანაცვლოდ 50 000 დოლარს გადაიხდიდა.


გთავაზობთ ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის გამგებელთან, გაგიკ კარსლიანთან ინტერვიუს.


ბატონო გაგიკ, ინტერვიუს დასწაყისში პირველ რიგში მინდა გკითხოთ იმის შესახებ თუ რა ინფრასტრუქტურული პროექტებია დაგეგმილი 2015 წელს ნინოწმინდის მუნიციპალიტეტში და რა ოდენობის თანხები უნდა დაიხარჯოს ამ მხრივ 2015 წელს?


-დიდი მადლობა ჩვენი მუნიციპალიტეტით დაინტერესებისთვის. პირველ რიგში, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროდან მიღებული დაფინანსების შესახებ მოგახსენებთ. სამინისტროსგან წელს 1 მილიონ  700 ათასი გვერგო. ეს თანხა სოფლების გზების მოასფალტებისთვის განისაზღვრა. დაგისახელებთ სოფლებსაც, სადაც ასფალტი იგება. სოფელ ჰეშტიაში ამისათვის 500 000 ლარი, სოფელ განძისთვის 600 000 და სოფელ სათხისთვის ასევე 600 000 ლარია გამოყოფილი.


ასევე შეძენილია ერთი ნაგვის გადამზიდავი მანქანა - 147 000 ლარად. წყალმომარაგების კუთხით 260 000 ლარი არის გამოყოფილი სოფლებისთვის: განძა, ფოკა, ოჯალარი, სათხა.  ადგილობრივი ბიუჯეტიდან წყალმომარაგებისა და დავით აღმაშენებლის ქუჩაზე ტროტუარების კეთილმოწყობისთვის  50 000 ლარი იხარჯება. ასევე ხდება საკანალიზაციო სისტემის მწყობრში მოყვანა, რისთვისაც ქალაქში 200 000 ლარი დაიხარჯება. მინდა გითხრათ, რომ შარშან ამ კუთხით ტენდერში გამარჯვებულმა კომპანიამ, „ემკაო“-მ „MKO” -მ წელს უნდა დაასრულოს მასზე დაკისრებული სამუშაოები 27 700 ლარად. ამ მიმართულებით დამატებით კიდევ 32 ათას ლარამდე დაიხარჯება.  რიტუალების სახლებს 170 000 ლარი მოხმარდება. წყალმომარაგების კუთხით დამატებით კიდევ 165 000 ლარი გვაქვს გამოყოფილი. აღნიშნული თანხით სოფლებში - პატარა ხანჩალი,  ჯიგრაშენი, დილითი, დიდი გონდორიუ, სასმელი წყლის პრობლემები უნდა მოგვარდეს.


შიდა გზების მოხრეშვისთვის 120 000 ლარამდე, სპორტული მოედნების მშენებლობისათვის კი 90 000 ლარი დაიხარჯება . კულტურის ობიექტების რეაბილიტაციას და მშენებლობას 200 000 ლარი მოხმარდება. გარე განათებისთვის 120 000 ლარია განსაზღვრული. 543 000  ლარი კი სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში მივიღეთ. ასევე ბევრი პატარა პროექტია კიდევ განსახორციელებელ პროექტთა ნუსხაში და მათი ჩამოთვლა შორს წაგვიყვანდა.


საერთო ჯამში პროექტებზე 1 მილიონ 875 ათასი ლარია ადგილობრივი ბიუჯეტიდან გამოყოფილი. ეს ჩვენი მუნიციპალიტეტისთვის საკმაოდ დიდი თანხაა. მინდა ხაზი გავუსვა, რომ ტენდერიდან მორჩენილი 230 000 ათასი ლარით ახალი პროექტები განხორციელდება, ისეთი მაგალითად, როგორიცაა ქალაქის საბავშვო ბაღის რეაბილიტაცია, სადრენაჟო სისტემის მწყობრში მოყვანა და ა.შ.


სოფლის მეურნეობისა და წარმოების განვითარების მხრივ როგორი მდგომარეობაა ნინოწმინდის მუნიციპალიტეტში?


რძის პროდუქტების წარმოება საკმაოდ მაღალ დონეზეა, მაგრამ გასაღების მხრივ გარკვეული პრობლემები შეიქმნა. მაგალითად, დიდი რაოდენობის ყველი არის ავზებში და არ იყიდება. არსებობს წარმოებული რეალიზაციის პრობლემა.


რაც შეეხება მოსავალს, წელს ძალიან კარგი მოსავალი გვაქვს, მიუხედავად იმისა, რომ წვიმიანი ამინდები იყო.


რამდენად ეფექტურია თვითმმართველობის ის მოდელი, რომელიც დღეს მოქმედებს. გეძლევათ თუ არა იმის საშუალება, რომ გადაწყვეტილებები ცენტრისაგან დამოუკიდებლად მიიღოთ?


ფაქტობრივად, საკითხებს საკრებულოსთან ერთად განვიხილავთ, რის შემდეგაც ხდება გადაწყვეტილებების მიღება. მე ძალიან დადებითად ვაფასებ მმართველობის ასეთ მოდელს და მიმაჩნია, რომ თვითმმართველობის მოქმედი კოდექსი წინგადადგმული ნაბიჯია. მარტო ის რად ღირს, რომ გამგებლები პირდაპირი გზით ვართ არჩეული, რაც გაცილებით მეტ პასუხისმგებლობას გვაკისრებს.


თქვენი გამგებლად არჩევიდან უკვე ერთი წელი გავიდა. შეძელით თუ ვერა ამ პერიოდში იმის გაკეთება, რაც დაგეგმილი გქონდათ და თუ ვერ შეძელით, რა იყო ამის ხელისშემშლელი მიზეზი თუ მიზეზები?


როცა ნინოწმინდის გამგებლის მოვალეობის შესრულებას შევუდექი, ჩვენი ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილი  იყო 650 000 ლარი. 2013- ში მე ვიყავი გამგებლის მოვალეობის შემსრულებელი, არჩევნების მერე კი გავხდი გამგებელი. 2013 წელს ბიუჯეტის შესრულებამ შეადგინა  1 მილიონ 850 000 ათასი ლარი, 2014-ში ეს თანხა საგრძნობლად,  800 000 ლარით გაიზარდა. აქედან გამომდინარე, ბევრი რაღაც გავაკეთეთ და ამჟამადაც ვაკეთებთ. ერთ-ერთი ყველაზე მწვავე პრობლემა ისაა, რომ  ქალაქ ნინოწმინდაში დღემდე მოუწესრიგებელია სასმელი წყლის სისტემა. შეიძლება ითქვას, რომ ქალაქში ფაქტობრივად არ გვაქვს სასმელი წყალი. იმედს ვიტოვებ, რომ შპს „გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია“ დაგვეხმარება ამ საკითხის მოგვარებაში.


თქვენ გარკვეული ძალები, მაგალითად "ქართული მისია" და "მოძრაობა ახალი რეალობისთვის" ბრალს გდებენ იმაში, რომ ბევრი უკანონობა ხდება ნინოწმინდის მუნიციპალიტეტში თქვენი და თქვენი მაჟორიტარი დეპუტატის, ენზელ მკოიანის მიერ. მათი თქმით, ჯეროვნად არ ხორციელდება ინფრასტრუქტურული პროექტები, მაგალითად საკანალიზაციო სისტემების აღდგენა. რას უპასუხებდით მათ?


-ეს ჯგუფები, მხედველობაში მყავს გია კორკოტაშვილი და მერაბ შათირიშვილი, ბინძური მეთოდებით ცდილობენ ჩემთვის შავი ფიარის აგორებას. მათ მიერ დაქირავებული  300-ლარიანი ჭორების გამავრცელებლები არიან ჩამოსულები ნინოწმინდაში, რომლებიც შავ ფიარზე მუშაობენ და მითვლიან, რომ, თუ გინდათ რომ გავჩუმდეთ, 50 000 დოლარი გადაიხადეთო. ვაცხადებ, რომ მათ უკან მერაბ შათირიშვილი და გია კორკოტაშვილი და რა ვიცი, კიდევ სხვა ვიღაცებიც დგანან, გვარები არ მახსოვს. ვინც არიან, არ მაინტერესებს. ვიცი, რომ 300-ლარიანი ადამიანები შავ ფიარზე მუშაობენ. ასევე ვიცი, თუ ვინ აწვდის ნინოწმინდიდან დამატებით ინფორმაციებს ე.წ. მწერალ შათირიშვილს და მის ჯგუფს. ესენი გაკოტრებული ელემენტები არიან და არა მხოლოდ ნინოწმინდის მოსახლეობაში, საქართველოს სხვა რეგიონებსა თუ დედაქალაქშიც არავითარი მხარდაჭერა არ აქვთ. როცა ნინოწმინდაში იყვნენ ჩამოსული,  რამდენიმე ათეული ადამიანი ძლივს შეკრიბეს.  


ჩვენი ოპონენტები აცხადებენ, რომ ინფრასტრუქტურული პროექტები არაფერი ხორცილედებაო, აბა რაც ჩამოვთვლე ინტერვიუს დასწაყისში, ეს რა არის? რაც შეეხება ნინოწმინდის კანალიზაციის საკითხს, გამოცხადებულ ტენდერში  2014 წელს გაიმარჯვა კომპანიამ შპს „ლოჯისტიკამ“- ეს  თბილისში არსებული კომპანიაა და მან შეასრულა თავისი ვალდებულება და სამუშაოები. ამჯერად კი ეს კომპანია ადგილობრივმა ჩაანაცვლა. ის, რომ ნინოწმინდაში წლევანდელი ბიუჯეტი 1 მილიონ 875 000 ათასი ლარია, რაც უდავოდ შესრულდება, ეს ჩვენი გუნდის ერთობლივი მიღწევაა. თუ გინდათ შეამოწმეთ, არსებობს ყველაფერი აღწერილი.


რაც შეეხება ჩვენს დეპუტატს, ბატონი ენზელ მკოიანი, რომელიც ჯერ კიდევ შევარდნაძის დროიდანაა ნინოწმინდის მაჟორიტარი დეპუტატი, მოსახლეობაში დიდი ავტორიტეტით სარგებლობს. არ არსებობს გაჭირვებული ადამიანი, რომელსაც იგი არ დახმარებოდა, ფქვილით, საწვავით, თუ სხვა საშუალებებით. იგი უბრალოდ თავმდაბალი ადამიანია და არ უყვარს ყვირილი, ეს გავაკეთე, ის გავაკეთეო. როგორ ფიქრობთ, ბატონ ენზელ მკოიანს, დიდი ავტორიტეტი რომ არ გააჩნდეს, ამდენჯერ, თან მინიმუმ 80%-იანი მხარდაჭერით, აირჩევდა ნინოწმინდის მოსახლეობა?


როგორც ვიცი, თბილისში 13 ივნისს მომხდარი სტიქიის დროს დაზარალებულებისათვის მუნიციპალიტეტებიდან ყველაზე დიდი თანხა შეგროვდა და გადაირიცხა თქვენს მიერ, დაახლოებით 22 000 ლარი. როგორ მოახერხეთ ამხელა თანხის შეგროვება?


თავდაპირველად, 22 618 ლარი ჩავრიცხეთ და დამატებით საკრებულოს თანამშრომლებმა ხელფასებიდანაც შეაგროვეს თანხები და სადღაც 25 000 ლარამდე გაიზარდა ეს თანხა, თან სამ დღეში. ეს ჩემი, მაჟორიტარი დეპუტატის  და საკრებულოს თავმჯდომარის ინიციატივა იყო. უნდობლობა რომ გვქონდეს, როგორ მოვახერხებდით ამ თანხის შეგროვებას, თან სამ დღეში? ასე, რომ სანამ რამეს დაგვაბრალებენ, მანამდე კარგად გაარკვიონ თუ ვინ ვართ, რას ვაკეთებთ და რა მხარდაჭერა გვაქვს ნინოწმინდის მუნიციპალიტეტში. ასე ხელაღებით ხომ არ შეიძლება ბრალდებების წაყენება ადამიანებისთვის. ვაფრთხილებ ჩემს არაკეთილმოსურნეებს, თუ ფაქტების გარეშე განაგრძობენ მომავალში ჩემს მიმართ ბრალდებების წაყენებას, რეაგირება სათანადო იქნება.



ნათია მელქაძე

კომენტარები: 151
#151   Amber
      
References:


Australian casinos that accept payid phoneresult5.bravejournal.net
18 ნოემბერი 2026 21:43
#150   Wilson
      
18 ნოემბერი 2026 20:38
#149   Otilia
      
References:


Payid casino fast withdrawal https://pad.koeln.ccc.de/XdT-TfDOS6it7nWtc-5ERQ
18 ნოემბერი 2026 17:43
#148   Nora
      
References:


Payid online pokies australia https://gitlab.herzog-it.de/topresult7
18 ნოემბერი 2026 15:04
#147   Galen
      
References:


$5 payid deposit casino australia https://cdss.snw999.com/space-uid-2923505.html
18 ნოემბერი 2026 12:42
#146   Mozelle
      
References:


Payid slot sites hedgedoc.ludos-disciplinarum-misi.fyi
18 ნოემბერი 2026 11:56
#145   Aisha
      
References:


Payid direct bank transfer casino http://oneclickcarehk.com/
18 ნოემბერი 2026 10:21
#144   Susie
      
18 ნოემბერი 2026 03:54
#143   Angela
      
References:


Payid withdrawal casino australia https://www.nlvbang.com
17 ნოემბერი 2026 15:28
#142   Lashawn
      
References:


Payid betting sites australia graph.org
17 ნოემბერი 2026 10:46
#141   Nick
      
References:


Best payid pokies viproskurnin.ru
17 ნოემბერი 2026 10:30
#140   Bill
      
References:


Best new payid casinos bbs.lotsmall.cn
17 ნოემბერი 2026 05:01
#139   Mallory
      
References:


Payid instant withdrawal pokies https://pads.dgnum.eu/QuSd5GbZR42PE0H0u-xiWQ
17 ნოემბერი 2026 03:27
#138   Wilford
      
References:


Safe payid pokies downarchive.org
17 ნოემბერი 2026 01:36
#137   Rickey
      
References:


Payid casinos instant withdrawal https://school-of-safety-russia.ru/user/strawalarm0/
16 ნოემბერი 2026 22:39
#136   Alberta
      
References:


Ultime aperture casino paysafecard https://doc.anagora.org/
14 ნოემბერი 2026 11:40
#135   Oscar
      
References:


Wire transfer online casino sites Australia bank transfer
gambling sites australia
14 ნოემბერი 2026 11:11
#134   Shad
      
References:


Brand new neosurf casinos australia gitlab.herzog-it.de
14 ნოემბერი 2026 10:54
#133   Opal
      
References:


Best neosurf online casino australia online gambling australia neosurf
14 ნოემბერი 2026 10:26
#132   Jess
      
References:


Vip neosurf casino australia neosurf casino bonus australia
13 ნოემბერი 2026 14:44
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *


უკან1 2 3 4 5 6 7 8 წინ


მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი