საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრომ „სოფლის მხარდაჭერის პროგრამასთან“ დაკავშირებით, სამცხე-ჯავახეთის სამხარეო ადმინისტრაციასთან და მასში შემავალი მუნიციპალიტეტების წარმომადგენლებთან ვიდეო კონფერენცია გამართა.
პროგრამით დასაფინანსებელი პროექტების შერჩევა მოსახლეობის მიერ მოხდება და შერჩევის პროცესი 2019 წლის 1 მარტამდე დასრულდება.
„სოფლის მხარდაჭერის პროგრამით“ 5 ათასიდან 10 ათას ლარამდე ღირებულების მცირე ინფრასტრუქტურული პროექტები დაფინანსდება, პროგრამის ფარგლებში განსახორციელებელი პრიორიტეტული პროექტები შეირჩევა დასახლების საერთო კრებებზე, თავად მოსახლეობის მიერ.
თანხის განაწილება დასახლების მოსახლეობის რაოდენობის მიხედვით მოხდება:
• 200 კაცამდე- 5000 ლარი;
• 400 კაცამდე - 6000 ლარი;
• 1000 კაცამდე - 8000 ლარი;
• 1000 კაცზე მეტი - 10000 ლარი.
საქართველოს მთავრობის დადგენილებით განსაზღვრულია კატეგორიები, რომლებსაც შესაძლებელია მოხმარდეს „სოფლის მხარდაჭერის პროგრამით“ გამოყოფილი თანხა:
• სასმელი წყლის სისტემები;
• სარწყავი სისტემები;
• სანიაღვრე არხები;
• ნაპირსამაგრი სამუშაოები;
• გზები;
• ხიდები, ცხაურები, ხიდბოგირები, გადასასვლელები;
• გარე განათება;
• სკოლების მიმდებარე ტერიტორიების კეთილმოწყობა;
• სკოლამდელი დაწესებულებები და შესაბამისი ინვენტარი;
• ამბულატორიული შენობები;
• კულტურის ოებიექტები;
• სპორტული ინფრასტრუქტურა, მოედნები და მოედნების ინვენტარი;
• სკვერები და სველი წერტილები შესაბამისი ინვენტარით;
• წისქვილების რეაბილიტაცია და შესაბამისი ინვენტარი;
• სასაფლაოს შემოღობვა;
• თავშეყრის ადგილები, მოსაცდელები;
• მინიჰესები და შესაბამისი რეაბილიტაცია/აღდგენა.
სოფლებში პროექტების შესარჩევად სოფლის კრებების ჩატარებას მუნიციპალიტეტის წარმომადგენლები უზრუნველყოფენ, კრებები თებერვლის ბოლომდე ჩატარდება.
ინფორმაციას ადიგენის მერიის პრესსამსახური ავრცელებს.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.