მსოფლიო პატრიარქმა ბართლომემ სტამბოლში წმინდა გიორგის კათედრალში უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის მეთაურს მიტროპოლიტ ეპიფანეს უკრაინის ეკლესიის ავტოკეფალიის შესახებ „ტომოსი“ გადასცა, რის შემდეგაც ტაძარში შეკრებილებს, რომელთა შორისაც იყო უკრაინის პრეზიდენტი პეტრო პოროშენკო, კონსტანტინოპოლის პატრიარქმა და უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის მეთაურმა მიმართეს.
მსოფლიო პატრიარქმა ბართლომემ უკრაინის ეკლესიის ავტოკეფალია აღიარა, რითაც ის რუსეთიის ეკლესიისგან დამოუკიდებელ ერთეულად ჩამოყალიბდა. უკრაინის ეკლესია საუკუნეების განმავლობაში რუსეთისა და მოსკოვის საპატრიარქოს დაქვემდებარებაში იმყოფებოდა და ეს უკანასკნელი დაჟინებით მოუწოდებდა პატრიარქ ბართლომეს, არ გადაედგა ეს ნაბიჯი.
მსოფლიო პატრიარქმა 5 იანვარს ხელი მოაწერა დოკუმენტს, რომელიც ცნობილია, როგორც „ტომოსი“, რითაც ოფიციალურად იქნა აღიარებული უკრაინული მართლმადიდებლური ეკლესიის დამოუკიდებლობა. სტამბოლში ამ დღისთვის სპეციალურად ჩავიდა უკრაინის პრეზიდენტი პეტრო პოროშენკო.
სტამბოლი მართლმადიდებლური ეკლესიის ცენტრად დარჩა მას შემდეგაც, რაც ოტომანმა თურქებმა მე-15 საუკუნეში დაიპყრეს ქალაქი, რომელსაც მაშინ კონსტანტინოპოლი ერქვა.
ღონისძიება, რომელიც წმინდა გიორგის კათედრალში გაიმართა, უკრაინული ტელევიზიით პირდაპირ ეთერში გადაიცემოდა.
ტომოსი უკრაინაში მართლამადიდებლური შობის წინა დღეს იქნება ჩატანილი. ორშაბათს, 7 იანვარს - ქრისტეშობის დღეს - ცენტრალურ კიევში ზეიმი და მსვლელობა მოეწყობა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.