ტერეზა მეიმ განაცხადა, რომ „ბრექსიტის“ შეთანხმებაზე კენჭისყრა თემთა პალატაში „უსათუოდ“ გაიმართება 14 იანვრიდან და იგი პირობას დებს, რომ გააორმაგებს მის ძალისხმევებს იმისათვის, რომ დეპუტატებმა მხარი დაუჭირონ მის მიერ ბრიუსელთან მიღწეულ შეთანხმებას ევროკავშირს დატოვების თაობაზე, რისი კენჭისყრაზე გატანაც გასულ წელს მეიმ გადაიფიქრა იქიდან გამომდინარე, რომ მისივე თანაპარტიელი „კონსერვატორების“ მხრიდან დოკუმენტს პარლამენტში მხარდაჭერა არ ჰქონდა და კენჭისყრის შემთხვევაში „კატასტროფულ მარცხს“ უწინასწარმეტყველებდნენ.
მეიმ განაცხადა, რომ იგი ჩამოაყალიბებს ახალ ზომებს ჩრდილოეთ ირლანდიასთან დაკავშირებით და დეპუტატებს მომავალი სავაჭრო ურთიერთობების თაობაზე მეტ ინფორმაციას მიაწვდის. მან დასძინა, რომ ბრექსიტი საფრთხეშია თუკი მას დეპუტატები მხარს არ დაუჭერენ.
BBC-ისთან საუბრისას პრემიერ მინისტრმა ევროკავშირიდან დიდი ბრიტანეთის გასვლის შესახებ განმეორებითი რეფერენდუმის ჩატარების შესაძლებლობა გამორიცხა.
დიდმა ბრიტანეთმა ევროკავშირი 2019 წლის 29 მარტს უნდა დატოვოს.
დიდი ბრიტანეთის ევროკავშირიდან გასვლის პირობებსა და მომავალი ურთიერთობების ფორმატზე მოლაპარაკებები პრემიერ მინისტრსა და ევროკავშირის ლიდერებს შორის შედგა და „ბრექსიტის“ შეთანხმებას, იმისათვის რომ იგი ძალაში შევიდეს, პარლამენტმა უნდა დაუჭიროს მხარი.
მოელიან, რომ დეპუტატები მას კენჭს 14 ან 15 იანვარს უყრიან.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.