„ქართული ოცნების“ დეპუტატი ბექა ოდიშარია თბილისში, თაბორის მთაზე 21-სართულიანი კორპუსების მშენებლობას გეგმავს - მერიისგან ნებართვა მან რამდენიმე მცდელობის შემდეგ მიიღო
06-01-2019, 18:34

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

თაბორის მთას კიდევ ერთი მასშტაბური მშენებლობისთვის ამზადებენ. ბიძინა ივანიშვილის შემდეგ დედაქალაქის ერთ-ერთ მაღალ წერტილს სასტუმრო კომპლექსს „ქართული ოცნების“ წევრი, დეპუტატი ბექა ოდიშარია დააშენებს, იტყობინება „რუსთავი 2“.

 


სამაუწყებლო კომპანიის ცნობით, ძველ თბილისში ხარფუხის 3284 კვადრატული მეტრი მიწა სამშენებლო მოედნად გადაიქცევა.

 


ესკიზებიდან, რომელიც თბილისის მერიაშია წარდგენილი, დგინდება, რომ სულ 10 კორპუსი აშენდება. 21-მეტრიანი სიმაღლეს შენობების 6 მეტრი მიწის ქვეშ იქნება, 15 კი მიწის ზევით.

 


როგორც „რუსთავი 2“ ირწმუნება, ბექა ოდიშარიას თაბორის მთაზე სასტუმროს აშენების სურვილი ჯერ კიდევ 2014 წელს ჰქონდა, თუმცა, მერიის მაშინდელმა ხელმძღვანელებმა ოდიშარიას ამ პროექტის განხორციელებაზე უარი უთხრეს და გადაწყვეტილებაში ჩაწერეს, რომ საპროექტო ტერიტორია კულტურული მემკვიდრეობის ზონაში მდებარეობს.

 


„კულტურული მემკვიდრეობის დაცვის საბჭომ 2017 წელს პროექტის ორი ესკიზი დაიწუნა.

 


პირველ შემთხვევაში კომისიის წევრებმა დაადგინეს, რომ ობიექტის პროექტირებისას გასათვალისწინებელი უნდა იყოს მისი მასშტაბი ძველ განაშენიანებასთან მიმართებაში, აუცილებელია, ძველი თბილისისთვის დამახასიათებელი იერსახის შენარჩუნება და ნაგებობის შერწყმა ლანდშაფტთან.

 


ბექა ოდიშარიამ საბჭოს მეორედ უკვე პროექტის ეს ვარიანტი შესთავაზა. კომისიის წევრები ისევ ამტკიცებდნენ, რომ ლანდშაფტურ გარემოში ასეთი ნაგებობის აშენება მიზანშეწონილი არ იყო.

 


ბექა ოდიშარიასთვის ხელსაყრელი დრო 2017 წლის ბოლო აღმოჩნდა. ოდიშარიას კუთვნილ ტერიტორიას მუნიციპალიტეტმა საცხოვრებელი ზონის ე.წ. სზ 3-ის სტატუსი მისცა. 2018 წლის ივლისში კი კულტურული მემკვიდრეობის საბჭომ მართალია ბუნდოვანი, მაგრამ მაინც თანხმობა მისცა დეპუტატს.

 


ოპოზიცია ამბობს, რომ პარლამენტარმა დეპუტატის მანდატი და გავლენები საკუთარი ფინანსური კეთილდღეობისთვის ქალაქის რელიეფისა და იერსახის დამახინჯების ხარჯზე გამოიყენა.

 


პარლამენტის დეპუტატმა ბრალდებებს ტელეფონით უპასუხა.

 


ბექა ოდიშარია აცხადებს, რომ დეპუტატის მანდატი და გავლენები არ გამოუყენებია, პრივილეგიებით არ უსარგებლია და ყველა არსებული კანონი დაიცვა.

 


ქართული ოცნების დეპუტატი მშენებლობისთვის საბოლოო ნებართვას მერიიდან 9 იანვარს ელოდება. მას შემდეგ, რაც არქიტექტურის სამსახურში პროექტს გაეცნენ, ხარვეზები აღმოაჩინეს და ბექა ოდიშარიას ამ ხარვეზების გამოსასწორებლად ვადა მისცეს.

 


იმ შემთხვევაში, თუ კახა კალაძემ მის თანაგუნდელს სასტუმრო კომპლექსის მშენებლობისთვის მწვანე შუქი აუნთო, მაშინ ბუნებისდამცველებისა და ურბანისტების პროტესტი გარდაუვალია“, იუწყება „რუსთავი 2“.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი