შეერთებული შტატების პრეზიდენტის მრჩეველმა ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში ჯონ ბოლტონმა განაცხადა, რომ აშშ-ის ჯარების სირიიდან გამოყვანა დამოკიდებულია გარკვეულ პირობებზე. ისრაელსა და თურქეთში ვიზიტებისას მან თქვა, რომ იგი შეეცდება თურქეთისაგან მიიღოს გარანტიები, რომ ჩრდილოეთ სირიაში ქურთებს საფრთხე არ შეექმნებათ.
აშშ-ს ასევე სურს დარწმუნებული იყოს, რომ სირიაში „ისლამური სახელმწიფოს“ ნარჩენები დამარცხებული იქნებიან.
დეკემბრის შუა პერიოდში პრეზიდენტმა ტრამპმა განაცხადა, რომ სირიაში „ისლამური სახელმწიფო“ „დამარცხებულია“ და აშშ-ის ჯარები იქიდან, „უკლებლივ ყველა საჯარისო ნაწილი, უკან მოდის და ისინი უკან მოდიან ახლა“, რამაც თეთრი სახლის ლიდერისადმი კრიტიკა განაპირობა არა მხოლოდ მისი ოპონენტების, არამედ თანაპარტიელების და მოკავშირეების მხრიდანაც და აღნიშნული გადაწყვეტილების გამოცხადების შემდეგ თანამდებობიდან წასვლის წერილი გამოაქვეყნა თავდაცვის მდივანმა, გენერალმა ჯეიმს მატისმა.
აშშ-ის ოფიციალურმა პირებმა განაცხადეს, რომ ამერიკულ ჯარებს სირიის დასატოვებლად 30 დღე მიეცათ.
მატისის წასვლის შემდეგ პენტაგონის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი კევინ სუინი თავდაცვის დეპარტამენტის მესამე მაღალი რანგის ოფიციალური პირი გახდა, რომელმაც შაბათს თანამდებობის დატოვების შესახებ გამოაცხადა.
„ჩვენ არ ვფიქრობთ, რომ თურქებმა უნდა განახორციელონ სამხედრო ქმედება, რომელიც მინიმუმ სრულად არ არის კოორდინირებული შეერთებულ შტატებთან ან შეერთებული შტატების მიერ და ამგვარად, ისინი არ ჩააგდებენ საფრთხეში ჩვენს ჯარებს, და ასევე მათ უნდა გადადგან ნაბიჯები, რომელიც შეესაბამება პრეზიდენტის მოთხოვნას, რომ სირიის ოპოზიციური ძალები, რომლებიც ჩვენთან ერთად იბრძოდნენ, არ იყვნენ საფრთხის ქვეშ მოქცეულნი“, განაცხადა ბოლტონმა ისრაელში პრემიერ მინისტრ ბენიამინ ნეთანიაჰუსთან მოლაპარაკებების გამართვამდე.
მან ჟურნალისტებთან კომენტირებისას თქვა, რომ აშშ-ის ჯარების სირიიდან გამოყვანის გრაფიკი არ არსებობს, მაგრამ არც შეუზღუდავი ვალდებულება გააჩნიათ.
ბოლტონმა ასევე აღნიშნა, რომ ტრამპს სურს დარწმუნებული იყოს, რომ „ისლამური სახელმწიფო“ „განადგურებულია“.
ნეთანიაჰუმ განაცხადა, რომ ბოლტონთან კვირა საღამოს შეხვედრისას სირიაში ირანის ამბიციებს განიხილავს.
სამშაბათს, აშშ-ის სახელმწიფო მდივანი მაიკ პომპეო ერთკვირიან ტურნეს დაიწყებს ახლო აღმოსავლეთში, რათა ხელახლა დაარწმუნოს რეგიონში მოკავშირეები.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.