პრეზიდენტმა ტრამპმა განაცხადა, რომ აშშ-ის საჰაერო დარტყმის შედეგად მოკლულია „ალ-ყაიდას“ მებრძოლი, რომელიც 2000 წელს USS Cole-ზე საშინელი თავდასხმის უკან იდგა
06-01-2019, 19:59

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

აშშ-ის პრეზიდენტმა დონლად ტრამპმა განაცხადა, რომ შეერთებული შტატების საჰაერო დარტყმამ მოკლა ჯამალ ალ-ბადავი, „ალ-ყაიდას“ მებრძოლი, რომელიც 2000 წელს იემენში სამხედრო-საზღვაო გამანადგურებელ USS Cole-ზე საშინელი თავდასხმის უკან იდგა.

 

 

„ჩვენმა ჩინებულმა სამხედროებმა სამართლიანობა აღადგინეს იმ გმირების უკვდავსაყოფად, რომლებიც USS Cole-ზე ლაჩრული თავდასხმისას დაიღუპნენ და დაიჭრნენ“, დაწერა ტრამპმა „თვითერზე“.

 

 

შეერთებული შტატების თავდაცვის დეპარტამენტის მაღალი რანგის ოფიციალურმა პირებმა განაცხადეს, რომ „ზუსტი დარტყმა“ სამშაბათს, იემენის დედაქალაქის აღმოსავლეთ ნაწილში განხორციელდა. გავრცელებული ცნობით, ბადავი მოკლული იყო, მაგრამ მისი სიკვდილი ამ დრომდე ოფიციალურად არ ყოფილა დადასტურებული.

 

 

იგი იემენში 2004 წელს ბომბის აფეთქებასა და შეთქმულებაში იყო მხილებული, მაგრამ მოახერხა ციხიდან გაქცევა და თავისუფლად გადაადგილდებოდა.

 


აშშ-ის ფედერალურ საგამოძიებო ბიუროს (FBI) 5 მილიონი აშშ დოლარი ჰქნდა დაწესებული ჯილდოს სახით მასზე ისეთი ინფორმაციის მიწოდებისათვის, რომელიც სამართალდამცველებს მისი დაპატიმრების საშუალებას მისცემდა.

 

 

2000 წლის 12 ოქტომბერს აშშ-ის საზღვაო-სარაკეტო გამანადგურებელ USS Cole-ზე ტერორისტულ თავდასხმას 17 ამერიკელი მეზღვაურის სიცოცხლე შეეწირა, დაიჭრა 39 მეზღვაური.  

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი