ირაკლი კობახიძე: პატრიარქის ეპისტოლეში საუბარი იყო ძალიან მნიშვნელოვან საკითხებზე, იმ საკითხებზე, რომლებიც თითოეულ ჩვენგანს გვაწუხებს
07-01-2019, 10:10

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე ქრისტეს შობისადმი მიძღვნილ ლიტურგიას სამების საკათედრო ტაძარში, შვილებთან ერთად დაესწრო.

 

 

სადღესასწაულო მსახურების დაწყებამდე, ტაძარში შეკრებილებმა საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია II-ის საშობაო ეპისტოლეს მოუსმინეს, სადაც ყურადღება განათლების, სიტყვის თავისუფლების და ცხოვრების ჯანსაღი წესის დამკვიდრების მნიშვნელობაზე გამახვილდა.

 

 

სადღესასწაულო ღვთისმსახურების დასრულების შემდეგ, ჟურნალისტებთან საუბრისას, ირაკლი კობახიძემ მოსახლეობას ქრისტეს შობის დღესასწაული მიულოცა და პატრიარქის საშობაო ეპისტოლეში გაჟღერებულ ძირითად გზავნილებზე ისაუბრა.

 

 

„გილოცავთ ყველას ქრისტეს შობის დღესასწაულს. ამ დღის მადლი ფარავდეს სრულიად საქართველოს. მადლობა მინდა გადავუხადო უწმინდესს და უნეტარესს დღევანდელი ქადაგებისთვის, ეპისტოლესთვის, სადაც საუბარი იყო ძალიან მნიშვნელოვან საკითხებზე, იმ საკითხებზე, რომლებიც თითოეულ ჩვენგანს გვაწუხებს. საუბარი იყო სიტყვით ძალადობის პრობლემაზე, რაც არის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი პრობლემა ჩვენს საზოგადოებაში, ცილისწამებაზე, სიცრუეზე, ბილწსიტყვაობაზე, რაც არის ძალიან სერიოზული პრობლემა. ასევე, მნიშვნელოვანი იყო ის, რომ ყურადღება იყო გამახვილებული განათლების პრობლემაზე, მათ შორის, პატრიოტულ აღზრდაზე, პატრიოტული აღზრდის მნიშვნელობაზე, ჯანსაღი ცხოვრების წესის დამკვიდრებაზე - ეს იყო ძირითადი გზავნილები პატრიარქის ეპისტოლეში და ამ გზავნილებისთვის მინდა მას დიდი მადლობა გადავუხადო“, განაცხადა ირაკლი კობახიძემ, როგორც ამას პარლამენტის პრესსამსახური იტყობინება.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი