საქართველოს პრემიერ მინისტრი ყველა მართლმადიდებელ ქრისტიანს შობის ბრწყინვალე დღესასწაულს ულოცავს.
მთავრობის მეთაური სამების ტაძარში საშობაო ლიტურგიას დაესწრო, რომელიც სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ აღავლინა.
სადღესასწაულო წირვის დასრულების შემდეგ პრემიერმა პატრიარქის საშობაო ეპისტოლეში გაჟღერებულ მნიშვნელოვან გზავნილებზე ისაუბრა.
„მინდა, ყველას მივულოცო შობის ბრწყინვალე დღესასწაული. განსაკუთეებით ვულოცავ ჩვენს ემიგრანტებს. დღეს, პატრიარქის საშობაო ეპისტოლეში მოვისმინეთ ძალიან მნიშვნელოვანი გზავნილები განათლებაზე, ჩვენს ახალგაზრდებზე, მოზარდებზე, ჯანსაღი ცხოვრების წესზე, სამშობლოს სიყვარულზე, იმ გამოწვევებზე, რომლებიც თითოეულ ჩვენგანს გვაწუხებს. შობის დღესასწაული იმედის, სიყვარულის, სათნოების სიმბოლოა და მინდა, კიდევ ერთხელ მივულოცო ყველას", განაცხადა მამუკა ბახტაძემ, როგორც ამას პრემიერ მინისტრის პრესსამსახური იტყობინება.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.