სამხედროებმა განაცხადეს, რომ ხელში აიღეს ძალაუფლება გაბონში, ნავთობით მდიდარ დასავლეთ აფრიკის ქვეყანაში, სადაც ავადმყოფი ლიდერის ოჯახის 50-წლიანი მმართველობა იყო დამყარებული, იტყობინება BBC.
ჯარისკაცების თქმით, ისინი სამხედრო გადატრიალების გზას „დემოკრატიის დასამყარებალდ“ დაადგნენ.
სამხედრო ნაწილებმა კონტროლი დააწესეს ეროვნულ რადიოზე და თავიანთი გეგმის შესახებ მოსახლოებას რადიოთი აუწყეს.
ქვეყნის დედაქალაქ ლიბრევილის ქუჩებში ტანკები და შეიარაღებული სატრანსპორტო საშუალებებია გამოყვანილი.

პრეზიდენტმა ალი ბონგომ (ფოტოზე) ძალაუფლება 2009 წელს აიღო ხელში. გავრცელებული ცნობით, გასული წლის ოქტომბერში მას გულის შეტევა ჰქონდა და მკურნალობის კურსს მაროკოში გადიოდა.
ბონგო მისი ჯანმრთელობის შესახებ მითქმა-მოთქმის გაქარწყლებას საახალწლო მიმართვაში შეეცადა და განაცხადა, რომ იგი თავს შესანიშნავად გრძნობდა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.