შინაგან საქმეთა სამინისტრომ თიანეთში მომხდარი განზრახ მკვლელობის ფაქტი გახსნა
07-01-2019, 11:41

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

შინაგან საქმეთა სამინისტროს მცხეთა-მთიანეთს პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, დამამძიმებელ გარემოებებში მკვლელობის მცდელობის, ასევე 2 ან მეტი პირის დამამძიმებელ გარემოებებში განზრახ მკვლელობის ბრალდებით, მოსამართლის განჩინების საფუძველზე, 1986 წელს დაბადებული დ.პ. თბილისში დააკავეს.

 

 

„ჩადენილი დანაშაული 16-დან 20 წლამდე ან უვადოდ თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.​

 

 

გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა მიმდინარე წლის 3 იანვარს, დაბა თიანეთში შურისძიების მოტივით 1990 წელს დაბადებული ვ.ა.-ს და 1961 წელს დაბადებული ო.შ.-ს მათივე საცხოვრებელი სახლის ეზოში სასიკვდილო ჭრილობები მიაყენა, ხოლო 1986 წელს დაბადებულ ნ.ა- ს, განზრახ მკვლელობის მიზნით, ცეცხლსასროლი იარაღით სხეულის დაზიანება მიაყენა. ნ.ა. ამ დრომდე კლინიკაში განაგრძობს მკურნალობას.

 

 

გამოძიება დამამძიმებელ გარემოებებში მკვლელობის მცდელობასა და 2 ან მეტი პირის განზრახ მკვლელობის ფაქტზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19-109- მუხლის პირველი ნაწილის “ გ” ქვეპუნქტით და 109-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს", აღნიშნულია შსს-ს ინფორმაციაში.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი