საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე, შვილებთან და დეპუტატებთან ერთად, ტრადიციული საშობაო ალილოს მსვლელობის მონაწილეებს პარლამენტის სასახლის წინ შეეგება.
საკანონმდებლო ხელისუფლების წარმომადგენლებმა ალილოს მონაწილეებს საჩუქრად ტკბილეულით სავსე კალათები გადასცეს და შობის დღესასწაული მიულოცეს.
საქართველოს მოსახლეობას შობა-ახალი წელი კიდევ ერთხელ მიულოცა ირაკლი კობახიძემ.
„ყველას გილოცავთ დღევანდელ დღეს - შობის დღესასწაულს. დღევანდელ დღეს განსაკუთრებით ვულოცავ ბავშვებს. ასევე, კიდევ ერთხელ, მინდა მოგილოცოთ ახალი წელი და მინდა, რომ ის ყველასთვის იყოს ბედნიერების და სიხარულის წელი“, განაცხადა ჟურნალისტებთან საუბრისას საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ.
ტრადიციული საშობაო ალილოს მსვლელობა პირველი რესპუბლიკის მოედანზე დაიწყო და ყოვლადწმინდა სამების საკათედრო ტაძართან დასრულდება. შემოწირულობანი ბავშვთა სახლებში, უმწეოთა თავშესაფრებსა და პენიტენციურ დაწესებულებებში გადანაწილდება.
ალილოს ტრადიცია საქართველოში სათავეს V-VI საუკუნეებიდან იღებს და მისი აღნიშვნის ტრადიცია სრულიად საქართველოს კათოლიკოს–პატრიარქის ილია II კურთხევით 2001 წელს აღდგა.
ინფორმაციას პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.