მთავრობის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი ადასტურებს, რომ უშიშროების საბჭოს ათონელის რეზიდენციაში გადასვლა შესთავაზეს
16-07-2015, 04:47

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

მთავრობის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი მაია ცქიტიშვილი ადასტურებს ინფორმაციას, რომ უშიშროების საბჭოს ათონელის რეზიდენციაში გადასვლა შესთავაზეს.


როგორც მაია ცქიტიშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, პირველად უშიშროების საბჭოს გასული წლის ნოემბერში თხოვნით მიმართეს, რომ გადასულიყო მთავრობის ადმინისტრაციის შენობიდან, ხოლო ივლისის დასაწყისში მათ შესთავაზეს ათონელის რეზიდენციაში გადასვლა.


"ქალბატონ ირინა იმერლიშვილს ჰქონდა თანხმობა გაცხადებული იმაზე, რომ გადავიდოდა სამართლებრივი პროცედურების დასრულების შემდეგ ამ რეზიდენციაში. შემდეგ ქონების მართვის სააგენტომ როგორც ქონების განმკარგავმა უწყებამ გადასცა მისივე მოთხოვნის საფუძველზე ათონელის შენობაში გარკვეული ფართი, მაგრამ სამწუხაროდ, მას შემდეგ, რაც ეს ფართი იქნა გადაცემული, უკვე მოვიდა ირინა იმერლიშვილის უარი ამ ფართში გადასვლასთან დაკავშირებით. მოტივი იყო ის, რომ ეს ფართი არ შეესაბამება საბჭოს ფუნქციონირებისთვის საჭირო მოთხოვნებს", - განაცხადა მაია ცქიტიშვილმა.


მისივე თქმით, ეს არგუმენტი ცოტა გაუგებარია, რადგან ყველასთვის ცნობილია, რომ ეს შენობა არის გაწყობილი, მათ შორის ავეჯით და ელოდება როდის გადავა იქ ის სტრუქტურა, რომლისთვისაც თავის დროზე შენდებოდა.

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი