ეკა ბესელია: ირაკლი კობახიძე პოლიტიკაში ახალია და მე ნამდვილად ვგულშემატკივრობ, რომ მან არ დაუშვას ისეთი შეცდომები, რომელიც ინსტიტუციას დააზარალებს
07-01-2019, 18:38

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, იურიდიულ საკითხთა კომიტეტის ყოფილი თავმჯდომარე ეკა ბესელია პარლამენტის თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის განცხადებას პასუხობს.

 

 

„მშვიდობაში მას პოლიტსაბჭოში ადგილი და მშვიდობაში მათ შორის, ის კაბინეტი, რომელთანაც იდგა დღეს და რომელსაც თურმე ჩემთვის ამზადებდნენ, მშვიდობაში. მე კაბინეტებისთვის და თანამდებობისთვის არასდროს არ მიბრძოლია და ეს ასახსნელიც არ მაქვს. ეს მან უნდა ახსნას, ვინც 2016 წელს გამოჩნდა და ვისი ბიოგრაფიაც ბევრ კითხვის ნიშანს ტოვებს. მე ასახსნელი არაფერი არ მაქვს. კაბინეტები მას მშვიდობაში. ვიდრე ის ამ კაბინეტს იცავს, მე ამ ფასეულობებს დავიცავ, რასაც ასევე ვიცავდი. მე პარლამენტის თავმჯდომარეს ვუსურვებ, ირაკლი კობახიძე პოლიტიკაში ახალია და მე ნამდვილად ვგულშემატკივრობ, რომ მან არ დაუშვას ისეთი შეცდომები, რომელიც ინსტიტუციას დააზარალებს. მან პირველმა დაარღვია ის წესი, რომლისკენაც მიუთითებს გუნდის სხვა წევრებს, ვგულისხმობ იმას, რომ ჩემი განცხადება გადადგომის თაობაზე, როდესაც გაკეთდა, მან პირველმა გააკეთა კრიტიკული და საპირისპირო განცხადება და ეს იყო სიცრუე, როდესაც სცადა სხვა ვერსია შემოეტანა ამ პროცესში და ეს ვერსია უბრალოდ ბუნებაში არ არსებობს. ბიძინა ივანიშვილს თუ აბრალებს ირაკლი კობახიძე პარასკევს რომ სხდომის ჩატარება უნდოდათ, ეს იქნება დიდი უსამართლობა იმიტომ, რომ პროცედურულად როდის რა სხდომა შეიძლება ჩაინიშნოს, ასეთი ნიუანსები იცის მხოლოდ პარლამენტის წევრმა და პარლამენტის თავმჯდომარემ და ირაკლი კობახიძეს ჰქონდა სწორედ ეს იდეა, რომ პარასკევს ჩამეტარებინა მე სხდომა, სადაც დღის წესრიგში იქნებოდა მოსამართლეთა სია ჩასმული, დაჩქარებული წესით", განაცხადა ეკა ბესელიამ ჟურნალისტებთან საუბრისას.

 

 

ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს უთხრა, რომ ვიცე-სპიკერების ფლიგელში ბესელიასთვის ოთახის მოწყობის შესახებ დავალება აპარატს სექტემბერში მისცა.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი