„ქართული ოცნების“ გუნდი ერთიანია, ეს არის ბიძინა ივანიშვილის გუნდი, არავის ვურჩევ ამ გუნდის წინააღმდეგ წასვლას, განუცხადა ჟურნალისტებს პარლამენტის თავმჯდომარემ დეპუტატ ეკა ბესელიასთან და გუნდთან დაკავშირებით დასმული შეკითხვის პასუხად.
„ჩვენ ახლა იმ კაბინეტის წინ ვდგავართ, რომელიც გამზადებული იყო ეკა ბესელიასთვის და რომლის მომზადებაც სექტემბერში დაიწყო, გამომდინარე აგვისტოში მიღებული გადაწყვეტილებიდან. აგვისტოში საერთოდ არ იყო აქტუალური სასამართლოს თემა. ეს გადაწყვეტილება კავშირში არ იყო სასამართლოს თემასთან“, განაცხადა კობახიძემ, რომელმაც ჟურნალისტების შეკითხვაზე, შესთავაზებენ თუ არა ბესელიას ვიცე-სპიკერის თანამდებობას, აღნიშნა, რომ დღევანდელ მოცემულობაში ამაზე საუბარი ზედმეტია.
პარლამენტის თავმჯდომარის თქმით, „ქართული ოცნების“ გუნდი ერთიანია.
„ქართული ოცნების“ გუნდი ერთიანია. საუბარი იყო შიდა გუნდებზეც, რაც კიდევ ერთი ტყუილია. არის ერთი გუნდი, რომელსაც ჰყავს ლიდერი და თუ საუბარია პერსონიფიცირებაზე, ეს არის ბიძინა ივანიშვილის გუნდი, არავის ვურჩევ ამ გუნდის წინააღმდეგ წასვლას“, აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.