პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე ზღვარს გადადის და თუ უკვე სინოდის საქმეებში აპირებს ჩარევას, მაშინ თმების მოშვებას, ჯობია წვერი მოუშვას, განაცხადა საპარლამენტო ფრაქცია „საქართველოს პატრიოტების“ წევრმა, „ქართული ოცნებიდან“ 2018 წელს გარიცხულმა დავით ჭიჭინაძემ.
„კობახიძე საერთოდ, მე ვფიქრობ, ზღვარს გადადის. გუშინწინდელი მისი განცხადება, რომ თურმე საპატრიარქოსთან ერთად უკრაინის ავტოკეფალიის საკითხებს განიხილავს ეს ადამიანი, მე ვფიქრობ, საკმაოდ ერევა მას უკვე ვექტორები, სად შეიძლება მისი ჩარევა და სად არ შეიძლება და, თუ უკვე სინოდის საქმეებში აპირებს ჩარევას, მაშინ თმების მოშვებას, ჯობია წვერი მოუშვას ამ ადამინმა“, განაცხადა დავით ჭიჭინაძემ.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.