ბიძინა ივანიშვილი საპარლამენტო უმრავლესობასთან შეხვედრაზე იტყვის, ირაკლი კობახიძის გუნდს უჭერს მხარს თუ ეკა ბესელიას - ამ შეხვედრაზე ბესელიას „ქართულ ოცნებაში“ ყოფნა-არყოფნის საკითხი გადაწყდება
08-01-2019, 13:08

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

პარლამენტის იურიდიული კომიტეტის ყოფილი თავმჯდომარის ეკა ბესელიას „ქართულ ოცნებაში“ ყოფნა-არყოფნის საკითხი გადაწყდება საპარლამენტო უმრავლესობის შეხვედრაზე, რომელიც უახლოეს დღეებში გაიმართება და მას პარტიის თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილიც დაესწრება.

 


„თვითონ სუბიექტის მიერ უნდა მოხდეს გადაწყვეტილების მიღება. ჩემი მოლოდინია, რომ რა თქმა უნდა იქნება იმის საშუალება, რომ მას საკუთარი პოზიციების დაფიქსირების საშუალება მიეცეს და რა თქმა უნდა გვექნება მსჯელობა“, განაცხადა ბრიფინგზე პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ გურამ მაჭარაშვილმა.

 


უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა კანდიდატურებთან დაკავშირებით ბესელია უკან დახევას არ აპირებს და ამბობს, რომ უმრავლესობის დეპუტატებმა უნდა - „ყველამ სათითაოდ დააფიქსიროს თავისი პოზიცია ღია და საჯაროდ, რას ფიქრობს ამ სიასთან დაკავშირებით“.

 


„რა დავალებით ისაუბრებს კახა კუჭავა ან სხვა რომელიმე კოლეგა და მდინარაძე, ეს გასაგებია, რომ ეს არის იმ ჯგუფის პოზიცია, რომელსაც არ გამოუხატავს თავისი პროტესტი და არ გამოუხატავს თავისი წინააღმდეგობრივი დამოკიდებულება ამ პროცესის მიმართ და ამ სიის მიმართ და ამიტომ, მოდით, ყველამ სათითაოდ დააფიქსიროს თავისი პოზიცია ღია და საჯაროდ, რას ფიქრობს ამ სიასთან დაკავშირებით - უნდა იყოს თუ არა ეს სია გაწვეული და დაუჭერენ თუ არა ამ სიას მხარს“, განაცხადა ბესელიამ ჟურნალისტებთან საუბრისას.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი