უფლებადამცველი და სახალხო დამცველის ყოფილი მოადგილე სოფო ხორგუანი მთაწმინდის ოლქში აპრილში დანიშნულ საქართველოს პარლამენტის შუალედურ არჩევნებში კენჭისყრას აპირებს.
„28 ოქტომბერს აღმოვაჩინე რეალობა, რომ ისევ იქ ვართ, სადაც ვიყავით 2012 წელს. ადამიანები, რომლებიც მოვიდნენ ხელისუფლებაში, რომელთაც უნდა შეეცვალათ ვითარება ამ ქვეყანაში, ვერ გაართვეს თავი ისე, როგორც ამომრჩეველი ელოდებოდა. ნიჰილიზმის განცდა ძალიან დამთრგუნველია. ვფიქრობ, ჩემი ცოდნითა და გამოცდილებით შევძლებ, ხელისუფლება უფრო მეტად ავამუშავო“, განაცხადა ხორგუანმა და დასძინა, რომ არჩევნებში მონაწილეობას დამოუკიდებელი კანდიდატის სტატუსით აპირებს და ჯერ არც ერთ პოლიტიკურ პარტიასთან არ ჰქონია კონსულტაცია.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.