ირაკლი ღარიბაშვილი: არავის უნდა მივცეთ საშუალება რაიმე გზით რეგიონში სიტუაციის დაძაბვა მოახდინოს
16-07-2015, 05:10

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი საოკუპაციო ხაზთან განვითარებულ მოვლენებს ეხმაურება და აცხადებს, რომ ეს არის შედეგი იმ გაუაზრებელი პოლიტიკის, რომელიც სააკაშვილმა წლების განმავლობაში აწარმოა და პოლიტიკოსებს მეტი პასუხისმგებლობისკენ მოუწოდებს.


"რაც შეეხება ე.წ. საოკუპაციო ზოლს, იქ მიმდინარე პროვოკაციულ მოქმედებებს, მინდა შეფასება გავაკეთო და კიდევ ერთხელ მოვუწოდო პოლიტიკოსებს, მეტი პასუხისმგებლობით მიუდგნენ ასეთ საკითხებს. ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ ქვეყანაში სტაბილურობა შევინარჩუნოთ და არც ერთ ძალას, არავის უნდა მივცეთ საშუალება რაიმე გზით რეგიონში სიტუაციის დაძაბვა მოახდინოს. ეს არის შედეგი იმ გაუაზრებელი პოლიტიკის, რომელიც სააკაშვილმა წლების განმავლობაში აწარმოა. ეს არის შედეგი 2008 წლის ომის, რომელმაც 25 000-მდე ახალი დევნილი, 100-ზე მეტი დაკარგული სოფელი და დამატებით დაკარგული ტერიტორიები მოგვიტანა. ეს არის ის მძიმე მემკვიდრეობა, რომელსაც ჩვენ ვიმკით და რომელსაც ვუმკლავდებით აგერ უკვე მესამე წელია. ჩვენი მთავრობის, ბატონი ბიძინა ივანიშვილის დამსახურებაა ის, რომ სწორი, კონსტრუქციული პოლიტიკის წარმოება დავიწყეთ და მაქსიმალურად ხელი შევუწყვეთ რეგიონში სიტუაციის დეესკალაციას", - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის დღევანდელ სხდომაზე.


მან კიდევ ერთხელ ხაზი გაუსვა საქართველოს მთავრობის კონსტრუქციულ პოლიტიკას რუსეთთან მიმართებაში და აღნიშნა, რომ სწორედ ასე კონსტრუქციულად და სწორად მოიქცა ქართული მხარე სოჭის ოლიმპიადის დროს, როდესაც სტრატეგიულ პარტნიორებთან ერთად, ამერიკელებთან, ევროპელებთან, რუსებთან ერთად ჩართული იყო უსაფრთხოების საკითხებში.


"ჩვენ მაქსიმალურად ფრთხილ და კონსტრუქციულ პოლიტიკას ვაწარმოებთ, მაგრამ არასოდეს შევგუებით ჩვენი ქვეყნის ტერიტორიების ოკუპაციას. ეს არის ჩვენი პრინციპული მიდგომა, რომელიც არასოდეს შეიცვლება. ჩვენ არაფრის ფასად არ ვაპირებთ რაიმე კომრომისზე წავიდეთ ისეთ საკითხებზე, რომელიც ეხება ჩვენს აფხაზეთს და სამაჩაბლოს, თუმცა ეს არის ხანგრძლივი პროცესი, ვინაიდან წლების განმავლობაში დაგროვილ პრობლემებს თანმიმდევრულად ჭკვიანური პოლიტიკით უნდა გავუმკლავდეთ და არა უპასუხისმგებლო, ემოციური, გაუაზრებელი ყვირილით და ხმაურით", - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.


მისივე თქმით, საქართველოს ხელისუფლებამ ბოლო სამი წლის განმავლობაში დაამტკიცა, რომ მართლაც სურს შერიგება აფხაზ და ოს ძმებთან. მისივე თქმით, სააშკარაოზე არ გამოაქვს მთელი რიგი ის დადებითი ნაბიჯები, რომელიც შერიგების მიმართულებით გადაიდგა.


ღარიბაშვილი აცხადებს, რომ მთავრობა არ დაუშვებს არავითარ პროვოკაციას და მაქსიმალურად მშვიდად, მაგრამ პრინციპულად გამოიყენებს საერთაშორისო ბერკეტებს.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი