პოლიციამ დააკავა პირი, რომელმაც ზემო თელეთში დედა დანის გამოყენებით დაჭრა
09-01-2019, 11:14

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

შინაგან საქმეთა სამინისტროს ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ოჯახში ძალადობის ნიადაგზე ჩადენილი ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების ბრალდებით, 1982 წელს დაბადებული ვ.ბ. დააკავეს. დანაშაული 3-დან 6 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

 


„გამოძიებამ დაადგინა, რომ დაკავებულმა მიმდინარე წლის 8 იანვარს, საკუთარ საცხოვრებელ სახლში, ურთიერთშელაპარაკებისას, დანის გამოყენებით დედას – 1953 წელს დაბადებულ გ.ბ.-ს სხეულზე დაზიანება მიაყენა. დაჭრილი ქალი საავადმყოფოშია გადაყვანილი. ამ დროისთვის მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია.

 

 

გამოძიება ოჯახში ძალადობის ნიადაგზე ჩადენილი ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების ფაქტზე, საქართველოს სსკ-ს 11 პრიმა 117-ე მუხლის 1-ლი ნაწილით მიმდინარეობს“, აცხადებენ შსს-ში.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი