"რუსეთი "ბორდერიზაციის" პოლიტიკას გააგრძელებს მანამ, სანამ...!"
16-07-2015, 05:22

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

უკვე, წლებია ვწერ და ვაფრთხილებ ხელისუფლებას, ქართულ სზოგადოებასაც ალბათ მოვაბეზრე თავი, რომ რუსეთი საქართველოს მიმართ იმ პოლიტიკას წარმოებას აგრძელებს, რომლის განხორციელებაც მან დაიწყო 2008 წლის 26 აგვისტოს შემდეგ, როცა რუსეთმა ე.წ. სამხრეთ ოსეთის და აფხაზეთის "დამოუკიდებლობა აღიარა", რასაც რუსეთი უწოდებს – "ახალ პოლიტიკურ რეალობას", – სამხრეთ კავკასიის რეგიონში! რუსეთი, მხოლოდ რიტორიკით არ შემოიფარგლება და იგი პრაქტიკულად ახორციელებს ამ პოლიტიკას, მან "სასაზღვრო დაფებით" და მავთულხლართებით დასერა ქართლის შუაგული, მოკლედ, მოიწევს და მოდის, როგორც რუსები ამბობენ – "დამოუკიდებელი სამხრეთ ოსეთის სახელმწიფო საზღვრის გასწვრივ", რასაც ჩვენ სამართლიანად საოკუპაციო (გამყოფ) ხაზს ვუწოდებთ! რუსეთის ამ ქმედებასთან მიმართებაში ქართული საზოგადოების ზოგიერთი წარმომადგენლის რეაქცია ასეთია, ისინი ჯგუფურად ჩადიან საოკუპაციო ზოლის სიახლოვეს მდებარე ქართულ სოფლებში (რამოდენიმე საათით!) და თეატრალიზებული საპროტესტო სანახაობის მოწყობის შემდეგ, როცა "მოიოხებენ გულს", უმალ ბრუნდებიან უკან, თბილისში!.. საქართველოს ხელისუფლების "ტაქტიკა" კი ასეთია, - "არ ავყვეთ" ოკუპანტების და სეპარატისტების პროვოკაციებს?!.. "ნაცების" პოზიცია და მესიჯი კი შემდეგია, - ხომ გეუბნებოდით, რომ რუსეთთან "ტკბილი საუბრით არაფერი გამოვა" და სააკაშვილის სტრატეგია სწორი იყო, 2008 წლის აგვისტოშიცო!..


საქმე ის გახლავთ, რომ რუსეთი "ბორდერიზაციის" პოლიტიკას გააგრძელებს მანამ, სანამ საქართველოს ხელისუფლება რუსეთთან პოლიტიკის წარმართვისას არ გაითვალისწინებს არსებულ დეფაქტო მოცემულობას, – ხელისუფლება ქვეყნის 2 რეგიონს, ანუ ტერიტორიების 20% - ზე მეტს ვერ აკონტროლებს! ხოლო, თუ გვინდა მდგომარეობის კარდინალურად შეცვლა, მაშინ ორმხრივი ურთიერთკომპრომისების გზით მოგვიწევს რუსეთის სტრატეგიული ინტერესების გათვალისწინება სამხრეთ კავკასიის რეგიონში, რათა საქართველოს გამთლიანება შევძლოთ!.. წინააღმდეგ შემთხვევაში, ამგვარი ქმედებები სავარაუდოდ გაგრძელდება და რუსეთი მუდამ ხელს გაიშვერს "დამოუკიდებელი სამხრეთ ოსეთისაკენ", და გვეტყვის, – მათთან მოაგვარეთ "სასაზღვრო საკითხებიო"! ეს არის და ეს, რეალურად ამჟამინდელ ხელისუფლებას სააკაშვილის რეჟიმის პოლიტიკა რუსეთთან მიმართებაში არ შეუცვლია და აშკარად ჩანს, რომ მხოლოდ რიტორიკის დარბილება სასურველ შედეგებამდე ვერ მიგვიყვანს! ნუთუ ვერ ვხვდებით, რომ რუსეთი "იმას არ ჭამს", რომ კულტურულ-ჰუმანიტარული და სავაჭრო-ეკონომიკური საკითხების მოწესრიგების სანაცვლოდ, თავისი გეოსტრატეგიული პოზიციები დათმოს საქართველოს სასარგებლოდ?!.. დროს ნუღარ ვკარგავთ, და თუ გვინდა სააკაშვილისეული უმძიმესი მემკვიდრეობის დაძლევა, რომელიც გვაქვს 2008 წლის 26 აგვისტოს შემდეგ, ამისთვის ხელისუფლებამ უნდა შეიმუშაოს შესაბამისი სტრატეგია! ამიტომ, უმოკლეს ვადაში აუცილებელია, რომ საქართველოს პრემიერ–მინისტრის მეთაურობით შეიქმნას სახელმწიფო კომისია, რომელიც დასავლელი პარტნიორების ჩართულობით შეიმუშავებს შესაბამის სტრატეგიულ გეგმას, რომელიც სრულად გაითვალისწინებს არსებულ რეალობას, რაც საშუალებას მოგვცემს ახლო მომავალში თავიდან ავიცილოთ რაიმე გართულებები, ხოლო გრძელვადიან პერსპექტივაში მთლიანად გადავჭრათ ეს ურთულესი პრობლემა!!!...


ჯუმბერ კირვალიძე,

პოლიტოლოგი


კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი