თერჯოლის მუნიციპალიტეტის მერი ბონდო სოფრომაძე, მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე ნინო ჯანელიძე, მოადგილეებსა და ადგილობრივი თვითმმართველობის სხვა წარმომადგენლებთან ერთად სპორტის სასახლეში გამართულ საახალწლო წარმოდგენას დაესწრნენ და ბავშვებს საჩუქრები გადასცეს.
საახალწლო ღონისძიებები, რომელიც უკვე ტრადიციად იქცა, 08-13 იანვარს გაიმართება სკოლამდელი და დაწყებითი კლასების მოსწავლეებისა და შშმ ბავშვებისათვის, ტრანსპორტირების უზრუნველყოფით. მთელი კვირის განმავლობაში ღონისძიებას ნახავს და საჩუქარს მიიღებს 2582 ბავშვი. წარმოდგენა 13 იანვარს დასრულდება.
საახალწლო წარმოდგენა, კულტურის სახლის ჩართულობითა და მერიის განათლების, კულტურის და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის ორგანიზებით ყოველწლიურად იმართება. წარმოდგენის რეჟისორია მამუკა ცერცვაძე.
ინფორმაციას თერჯოლის მუნიციპალიტეტის მერიის პრესსამსახური ავრცელებს.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.