შალვა ნათელაშვილი აცხადებს, რომ „ივანიშვილის, ყაჩაღი ოქრიაშვილის და ყაჩაღი კურტანიძის მიერ 50 მილიონია მოხსნილი გრიპის წამლების სპეკულაციურ და კარტელურ ფასებში გაყიდვით“
09-01-2019, 14:06

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

„ლეიბორისტული პარტიის“ თავმჯდომარე შალვა ნათელაშვილი აცხადებს, რომ საქართველოში გრიპით გარდაცვლილია ათეულზე მეტი ადამიანი, აფთიაქებში წამლის ხელოვნური დეფიციტია, მედიკამენტები კი „ხუთმაგად და ათმაგად გადიდებულ ფასებში“ იყიდება და „მთლიანობაში 50 მილიონია მოხსნილი გრიპის წამლების სპეკულაციურ და კარტერულ ფასებში გაყიდვით ივანიშვილისა და მისი გარემოცვის მიერ“.

 


ამ ფონზე ნათელაშვილი მოითხოვს ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობის გამოცხადებას და „მედიკამენტების გაცემას და მკურნალობას სრულიად უფასოდ“.

 


„საახალწლოდ ქვეყანას მოედო გრიპის ეპიდემია. გარდაცვლილია ათეულზე მეტი ადამიანი. ოლიგარქიულმა ხელისუფლებამ ვირუსული ტრაგედიაც გამოიყენა მილიონების საშოვნელად, შექმნა აფთიაქებში წამლის ხელოვნური დეფიციტი, მედიკამენტების გაყიდვა კი დაიწყო ხუთმაგად და ათმაგად გადიდებულ ფასებში. მდგომარეობა სერიოზულია. მოვითხოვთ, კონსტიტუციის თანახმად, მთელს ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობის გამოცხადებას, მედიკამენტების გაცემას და მკურნალობას სრულიად უფასოდ; მთავრობის სარეზერვო ფონდიდან თანხების გამოყოფას; სასწავლო პროცესის გადავადებას ეპიდემიის ჩავლამდე. მე არ ვიცი, რაღა უნდა მოხდეს მეტი, საქართველოდან გასულ მატარებლებს აზერბაიჯანში რეცხავენ მთლიანად და უკეთებენ დეზინფექციას. ათეული ადამიანი და მეტია გარდაცვლილი. ეს არის ის რაოდენობა, რაც სამხედრო კონფლიქტებში და ომებში არ კვდება, განსაკუთრებით ასეთ მოკლე პერიოდში.

 


პირველი დიდი მოგება ნახა ბიძინა ივანიშვილის საოჯახო კომპანიამ, „ფარმადეპომ“, სადაც პირველად დაიწყეს ტამიფლუს გაყიდვა 100 ლარად და მერე რა თქმა უნდა მას მიყვა ის ყაჩაღი, ქვემო ქართლელი ოქრიაშვილი თავისი „პე-ეს-პეთი“ და შემდგომ იყო ის ქუთაისელი ყაჩაღი კურტანიძე თავისი „ავერსი“ ჰქვია თუ რა ჰქვია და ასეთი მაგალითები აიღეს შემდგომ სხვა ფარმადაწესებულებებმაც და მთლიანობაში 50 მილიონია მოხსნილი აი ამ გრიპის წამლების სპეკულაციურ და კარტელურ ფასებში გაყიდვით ივანიშვილისა და მისი გარემოცვის მიერ. ანუ, მეტი რა შეიძლება ვუწოდოთ ამ ხელისუფლებას, თუ არა სიკვდილით მოვაჭრე“, განაცხადა ნათელაშვილმა საგანგებო ბრიფინგზე.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი