რომან გოცირიძე „თიბისი ბანკის“ საქმეზე: „ეს ჰგავს იმ სქემას, რაც გააკეთა პუტინმა... ივანიშვილი ცდილობს გახდეს ერთმმართველი ქვეყნისა“
09-01-2019, 16:10

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

„თიბისი ბანკის“ მიმართ მთავარი პროკურატურის მიერ დაწყებული გამოძიება „ნაციონალური მოძრაობისთვის“ იმის მანიშნებელია, რომ ივანიშვილი ცდილობს დაამყაროს კონტროლი მსხვილ საფინანსო ინსტიტუტებზე და „ფაქტობრივად გახდეს იგი ერთმმართველი ქვეყნისა“.

 


„ფინანსური სისტემების სრული კონტროლისთვის ბრძოლა დიდი ხანია მიდის, მრავალი ინსტიტუციური ცვლილება განხორციელდა, მათ შორის საბანკო-საფინანსო სფეროში, მონიტორინგის სამსახურის გარეთ გაყვანა და ა.შ. აგრეთვე მოსახლეობის სავსებით სამართლიანი გულისწყრომა ბანკებისადმი კიდევ უფრო მეტად იქნა გაღვივებული ბახტაძის ამ ჭარბვალიანობის ფილოსოფიითა და ზოგადად, საბანკო რეგულირების აი ამ თემის წამოწევით და ახლა მიაჩნიათ, რომ უკვე საზოგადოება მზად არის იმისათვის, რომ დაამყაროს ივანიშვილმა კონტროლი მსხვილ საფინანსო ინსტიტუტებზე - ფაქტობრივად გახდეს იგი ერთმმართველი ქვეყნისა. ეს ჰგავს დაახლოებით იმ სქემას, რაც გააკეთა პუტინმა“, განაცხადა ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ, რომან გოცირიძემ „რუსთავი 2“-თან საუბრისას.

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი