ღარიბაშვილის განცხადებით, ნავთობკომპანიების დაჯარიმება არის აბსოლუტურად გამჭვირვალე პროცესი და კომპანიები "არ უნდა დაიძაბონ"
16-07-2015, 05:29

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, კონურენციის სააგენტოს მიერ ნავთობკომპანიების დაჯარიმება არის აბსოლუტურად გამჭვირვალე პროცესი და კომპანიები "არ უნდა დაიძაბონ".


"ეს არის აბსოლუტურად გამჭვირვალე პროცესი. მე არ მინდა, რომ კომპანიები დაიძაბონ, პირიქით, ჩვენ ერთხელ და სამუდამოდ, ხელი უნდა შევუწყოთ ჯანსაღი კონკურენციის განვითარებას საქართველოში", - განაცხადა ღარიბაშვილმა.


როგორც პრემიერმა აღნიშნა, მთავრობის პირდაპირი ვალდებულებაა დაიცვას მოქალაქეები, მათი ინტერესები, რა თქმა უნდა, უნდა დაიცვას კომპანიის ინტერესები, მაგრამ უნდა წახალისდეს ჯანსაღი კონკურენცია.


"ეს იყო და არის ერთ-ერთი ვალდებულება, რომელიც ჩვენ ვიკისრეთ ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულებით და ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებით. მიმაჩნია, რომ ეს არის გამჭვირვალე პროცესი, თუ კომპანიებს ექნებათ რაიმე პრეტენზია და დავა, ეს გაგრძელდება სასამართლოში, მთავრობა არ ერევა ამ პროცესებში, ეს არის კონკურენციის სააგენტოს დისკრეცია და აღნიშნული გადაწყვეტილებაც მათ მიიღეს", - განაცხადა პრემიერმა.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი