Amazon -ის ბოსი ჯეფ ბეზოსი და მისი ცოლი, მაკკენზი, 25-წლიანი ქორწინების შემდეგ ერთაენთს ეყრებიან. წყვილმა ამის შესახებ „თვითერზე“ ერთობლივი განცხადება გაავრცელა.
„სიყვარულის ხანგრძლივი პერიოდის შემდეგ, ჩვენ გადავწყვიტეთ გავეყაროთ ერთმანეთს და განვაგრძოთ ჩვენი საზიარო ცხოვრება როგორც მეგობრებმა“, აღნიშნულია განცხადებაში.
Amazon -მა, რომელიც 25 წლის წინ ჩამოყალიბდა, ამ კვირას Microsoft-ს გაუსწრო და მსოფლიოს ყველაზე ძვირადღირებული კომპანია გახდა.
Amazon-ის დამფუძნებელი ჯეფ ბეზოსი, რომელიც ახლა 54 წლისაა, მსოფლიოს ყველაზე მდიდარი ადამიანია, ბლუმბერგის მილიარდერების ინდექსის თანახმად, და მისი სიმდიდრე 137 მილიარდ აშშ დოლარად არის შეფასებული. იგი 45 მილიარდი დოლარით უსწრებს ბილ გეითსს.

(წყვილი 1993 წელს დაქორწინდა და ერთმანეთი სამუშაოზე აყვანის ინტერვიუზე გაიცნეს).
48 წლის მაკენზი ბეზოსი ნოველისტი და რამდენიმე რომანის ავტორია.
„ჩვენ რომ გვცოდნოდა, რომ 25 წლის შემდეგ განვქორწინდებოდით, მაინც იმავე გზას გავივლიდით. ჩვენ დიდებული ცხოვრება გვქონდა ერთად, როგორც დაქორწინებულ წყვილს და მომავალშიც ჩინებული დღეები გვაქვს ერთად წარმოდგენილი, როგორც მშობლებს, მეგობრებს, პარტნიორებს ბიზნესსა და პროექტებში და როგორც ინდივიდებს, რომლებიც ერთად ქმნიან ბიზნესსა და თავგადასავლებს.
მიუხედავად იმისა, რომ იარლიყები შესაძლოა სხვადასხვა იყოს, ჩვენ ვრჩებით, როგორც ოჯახი და ვრჩებით, როგორც მოსიყვარულე მეგობრები“, ნათქვამია მათ განცხადებაში.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.