სამაუწყებლო კომპანია „რუსთავი 2“-ის გენერალური დირექტორი ნიკა გვარამია პროკურატურის მიერ „თიბისი ბანკის“ წინააღმდეგ აღძრული სისხლის სამართლის საკითხს ეხმაურება და აცხადებს, რომ „რასაც ახლა ივანიშვილი სუსის სააგენტოების მეშვეობით და პროკურატურის პრაქტიკულად დამადასტურებელი განცხადებებით შვრება, ხაზარაძის და სხვა ფიგურანტების პროფესიული მკვლელობა ქვია“.
„რასაც ახლა ივანიშვილი შვრება, ხაზარაძის და სხვა ფიგურანტების პროფესიული მკვლელობა ქვია. რა ინფორმაციასაც შეგნებულად გააჟონინა სუსის სააგენტოების მეშვეობით და პროკურატურის პრაქტიკულად დამადასტურებელი განცხადებებით, სავსებით საკმარისია საიმისოდ, რომ უმძიმესად დაზიანდნენ ამ საქმის ყველა ფიგურანტი. ბანკირისთვის საკუთარი ბანკის გაქურდვის და ფულის გათეთრების დაბრალებას, მკვლელობის დაბრალება ჯობია. პირდაპირ ანადგურებს ამ ხალხს რეპუტაციულად და პროფესიულად. რატომ, მოგვიანებით დავწერ“, წერს „ფეისბუქზე“ გვარამია.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.