ბიძინა გეგიძე ირაკლი კობახიძეს მიმართავს: „როგორც მოხდა მურუსიძის უვადოდ განწესება, როგორც მოხდა მოსამართლეობის კანდიდატების სიის საკითხის წარმოდგენა, ასეთი ფორმით გადაწყვეტილებების მიღება უნდა დამთავრდეს“
10-01-2019, 10:40

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

„ქართული ოცნება - ძლიერი საქართველოსთვის“ საპარლამენტო ფრაქციის თავმჯდომარე ბიძინა გეგიძემ, საქართველოს პარლამენტის თავჯდომარის მიმართ, უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატების სიის საკითხთან დაკავშირებით, მიმართვა გაავრცელა, რომელშიც აღნიშნულია, რომ „როგორც მოხდა უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატების სიის საკითხის წარმოდგენა, ასევე, როგორც მოხდა მურუსიძის უვადოდ განწესება, ასეთი ფორმით გადაწყვეტილებების მიღება უნდა დამთავრდეს“.

 


„შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე, რაც ეხება უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატების სიის საკითხის განხილვას, მივმართავ სახელმწიფოს ყველაზე საჯარო ინსტიტუციის, პარლამენტის თავმჯდომარეს, რომ მკვეთრად გამოხატული საჯარო ინტერესებისა და მოთხოვნების მიმართ, მისი, როგორც პარლამენტის თავმჯდომარის ვალდებულებებიდან გამომდინარე, იმოქმედოს და უმოკლეს ვადაში წარმოადგინოს დროში კონკრეტულად გაწერილი პროცესი თუ რა ფორმატში ხედავს და როგორ აპირებს აღნიშნული საკითხის განხილვას. ეს იქნება პარლამენტის ბიუროს ფორმატი, უმრავლესობის ფორმატი, კომიტეტების ფორმატი თუ საზოგადოებასთან, არასამთავრობო ორგანიზაციებთან, ექსპერტებთან, მედიის წარმომადგენლებთან ერთად საკითხის განხილვა. ანუ პარლამენტის თავმჯდომარემ უნდა წარმოადგინოს ხედვა, მხოლოდ საპარლამენტო სივრცე არის საკმარისი იმისთვის, რომ ეს მთელი პროცესი მოიცვას თუ საჭიროა, ასევე, აკადემიური, სამთავრობო სივრცეებშიც გადავიდეს პროცესი.

 


მნიშვნელოვანია, ყველა დაინტერესებული მხარისთვის ცნობილი იყოს დღის წესრიგი - რა სახით მოხდება საკითხის განხილვა: დისკუსიისა და დებატების სახით თუ საჭირო გახდება საკანონმდებლო ცვლილებებიც.

 


რაც შეეხება შინაარსობრივ ასპექტს: საზოგადოების ყველა დაინტერესებული მხარე თავად გადაწყვეტს რა სახით ჩაერთოს პროცესში - გახდეს ამ პროცესის თანამონაწილე თუ უბრალოდ უყუროს პროცესს და შემდეგ დაელოდოს კენჭისყრებს. ეს პროცესი თავიდან ბოლომდე უნდა იყოს ღია და გამჭვირვალე, ორიენტირებული შედეგზე და ამ შედეგს უნდა დაერქვას ერთი სახელი - პროცესმა უნდა შეიძინოს რესპექტაბელურობა. დღეს ეს პროცესი არც გამჭვირვალეა და რესპექტაბელურობასაც ძალიან მოკლებულია. ამ პროცესის მენეჯერი უნდა იყოს პარლამენტის თავმჯდომარე და ყველას უნდა ჰქონდეს მასში ჩართვის საშუალება: კოლეგა დეპუტატებს ან ნებისმიერ სხვა დაინტერესებულ სუბიექტს. მომზადება სჭირდება ამ ყველაფერს და არ უნდა მოხდეს ისე, ბოლო წუთში რომ შემოდის ასეთი, ეროვნული მნიშვნელობის დონეზე აყვანილი საკითხები“.

 


ბიძინა გეგიძის განცხადებით, პროცესს გაჯანსაღება სჭირდება, რომელიც სრულიად მოუმზადებელი იყო და კრიტიკას ვერ უძლებს. „როგორც მოხდა უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატების სიის საკითხის წარმოდგენა, ასევე, როგორც მოხდა მურუსიძის უვადოდ განწესება, ასეთი ფორმით გადაწყვეტილებების მიღება უნდა დამთავრდეს. საჯარო სივრცე არის სწორედ ის ადგილი, სადაც საჯარო პირებს არ უნდა მოგვერიდოს, არ უნდა შეგვეშინდეს ჯანსაღი ინიციატივების ინიცირება. ამავდროულად, ასეთი მნიშვნელობის საკითხებს უნდა წყვეტდნენ საქართველოს მოქალაქეები, რომლებმაც ნდობა გამოუცხადეს „ქართულ ოცნებას“ და, რომელთა მკვეთრი რეაქცია ვნახეთ ამ საკითხთან დაკავშირებით, რაც ეხება ქვეყანაში მართლმსაჯულებისა და სამართლიანობის საკითხს,“ - განაცხადა გეგიძემ.

 

კომენტარები: 1
#1   თენგიზ თავდგირიძე
      
ვიზიარებ ბატონ ბიძინა გეგიძის მოთხოვნებს. ქართველი ერი ელოდება საქართველოში სამართლიანობის აღდგენას. პირველ რიგში უნდა გაიწმინდოს პროკურატურა, სასამართლო და საგამომძიებლო ორგანოები. მეორე და მთავარი: საკონსტიტუციო უმრავლესობამ გაასწოროს რამდენიმე კანონი რომელიც სააკაშვილმა მოირგო საკუთარ თავზე, ქვეყნისა და ერის საზიანოდ: 1)კანონი განათლების შესახებ; 2)კანონი რელიგიის შესახებ და მართლმადიდებლური რელიგია გამოცხადდეს სახელმწიფო რელიგიად; 3)შეუჩერდეს საქართველოს მოქალაქეობა უცხო ქვეყნის მოქალაქეებს, ვინც სააკაშვილისა და მარგველაშვილის დროს მიიღო საქართველოს მოქალაქეობა; 4)შეჩერდეს უსუფაშვილის მიერ მიღებული ანტიდისკრიმინაციული კანონი.

ციტატა: თენგიზ თავდგირიძე
ვიზიარებ ბატონ ბიძინა გეგიძის მოთხოვნებს. ქართველი ერი ელოდება საქართველოში სამართლიანობის აღდგენას. პირველ რიგში უნდა გაიწმინდოს პროკურატურა, სასამართლო და საგამომძიებლო ორგანოები. მეორე და მთავარი: საკონსტიტუციო უმრავლესობამ გაასწოროს რამდენიმე კანონი რომელიც სააკაშვილმა მოირგო საკუთარ თავზე, ქვეყნისა და ერის საზიანოდ: 1)კანონი განათლების შესახებ; 2)კანონი რელიგიის შესახებ და მართლმადიდებლური რელიგია გამოცხადდეს სახელმწიფო რელიგიად; 3)შეუჩერდეს საქართველოს მოქალაქეობა უცხო ქვეყნის მოქალაქეებს, ვინც სააკაშვილისა და მარგველაშვილის დროს მიიღო საქართველოს მოქალაქეობა; 4)შეჩერდეს უსუფაშვილის მიერ მიღებული ანტიდისკრიმინაციული კანონი.
10 იანვარი 2019 01:51
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი