ამირან გამყრელიძე: ტენდენცია სტაბილიზაციისაკენ მიდის როგორც ავადობის, ისე სასწრაფოების გამოძახებისა და საავადმყოფოებში მდგომარეობის მიხედვით
10-01-2019, 12:39

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი ამირან გამყრელიძე ადასტურებს, რომ 22 წლის გოგო H1N1 ვირუსით გარდაიცვალა, თუმცა მას გრიპის გარდა „საკმაოდ რთული დაავადება“ ჰქონდა. ზოგადად კი, გამყრელიძის თქმით, ტენდენცია სტაბილიზაციისაკენ მიდის როგორც ავადობის, ისე სასწრაფოების გამოძახებისა და საავადმყოფოებში მდგომარეობის მიხედვით.

 


„არსებობს ქვეყანაში კანონი პაციენტის უფლებების შესახებ, რომლის თანახმადაც მე არ შემიძლია პერსონალურ ინფორმაციებზე საუბარი ღია ეთერში, თუ არ არის ოჯახის თანხმობა. აქ გარდა გრიპისა, მძიმე დაავადება იყო, საკმაოდ რთული დაავადება. დიახ, სამწუხაროდ არის ეს ამ სეზონზე მე-13 ლაბორატორიულად დადასტურებული, სადაც H1N1 გვქონდა, მაგრამ სხვა რთულ დაავადებასთან ერთად, შემთხვევა.

 


„ზოგადად, ტენდენცია სტაბილიზაციისაკენ მიდის როგორც ვთქვათ ავადობის, ისე სასწრაფოების გამოძახების, ისე საავადმყოფოებში მდგომარეობის მიხედვით, მე მხედველობაში მაქვს მძიმე ავადმყოფები. ის, რაც ჩვენ დეკემბრის ბოლო კვირას გვქონდა, გარკვეული პიკი, იანვრის პირველ კვირაში უკვე ავადობა ქვემოთ არის წამოსული“, განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი