ღარიბაშვილის და ხიდაშელის ხუმრობის საგანი - "ციხეს ერთი ნაკლი მაინც აქვს, ვინაიდან მას მიშა აკლდა"
16-07-2015, 05:47

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა რუსთავის მე-16 დაწესებულებაში არსებული მდგომარეობა დადებითად შეაფასა, თუმცა აღნიშნა, რომ "ციხეს ერთი ნაკლი მაინც აქვს, ვინაიდან მას მიშა აკლდა". როგორც ღარიბაშვილმა მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა, ამ საკითხზე ის და თავდაცვის მინისტრი თინა ხიდაშელი ხუმრობდნენ.

 


„წლების განმავლობაში, სწორედ აქ, ამ ციხეში ხდებოდა ადამიანების წამება, გაუპატიურება, მკვლელობა, არაადამიანური მოპყრობა. ჩვენ ვნახეთ საშინელი კადრები, რომელიც მთელი მსოფლიოსთვის გახდა ცნობილი. მინდა საქართველოს მთავრობის სახელით განვაცხადო, რომ ეს აღარასდროს განმეორდება. ჩვენ წერტილი დავუსვით არაადამიანურ მოპყრობას ციხეებში და პრაქტიკულად რევოლუციური გარდაქმნა მოვახდინეთ ამ სისტემის,“–განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.


მანვე მადლობა გადაუხადა სასჯელაღსრულებისა და პრობაციის ყოფილ მინისტრს სოზარ სუბარს და მოქმედ მინისტრ გიორგი მღებრიშვილს ძირეული რეფორმების გატარებისთვის და აღნიშნა, რომ მსჯავრდებულთა რისკების მიხედვით კლასიფიკაცია თვისებრივად სრულიად ახალი, ქართული სასჯელაღსრულების სისტემისთვის რევოლუციური მნიშვნელობის მოვლენაა.

 


„აღსანიშნავია, რომ მინიმუმამდე შემცირდა სტრასბურგში საქართველოს სახელმწიფოს წინააღმდეგ შეტანილ საჩივართა რაოდენობა. გარდა ამისა, გადაიჭრა კიდევ ერთი მნიშვნელოვანი პრობლემა - ევროპის წამების საწინააღმდეგო კომიტეტის რეკომენდაციის გათვალისწინებით, პატიმართა საცხოვრებელი ფართობი 2 კვადრატული მეტრიდან 4 კვადრატულ მეტრამდე გაიზარდა; მსჯავრდებულთათვის განისაზღვრა ახალი კვების სტანდარტი; გაიხსნა განახლებული და თანამედროვე აპარატურით აღჭურვილი სასჯელაღსრულების ცენტრალური საავადმყოფო, რომელშიც ასევე ფუნქციონირებს საცხოვრებელი შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პატიმრებისათვის; დაიწყო C ჰეპატიტის პრევენციის, დიაგნოსტიკისა და მკურნალობის პროგრამა, რომელშიც სახელმწიფო მილიონებს ხარჯავს. ამ დროისათვის გამოკვლევა ჩაუტარდა 10 ათასზე მეტ მსჯავრდებულს, ხოლო 263 მსჯავრდებული უკვე განიკურნა, - ეს იყო გადაუჭრელი პრობლემა. როგორ წარმოგიდგენიათ, რომ სააკაშვილის მთავრობა უმკურნალებდა პატიმრებს. მათი მთავარი მიზანი იყო, რაც შეიძლება მაქსიმალური წნეხის ქვეშ ჰყოლოდათ პატიმრები,“-განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა სიტყვით გამოსვლისას.


მისივე განმარტებით, სასჯელაღსრულების მე-16 დაბალი რისკის დაწესებულება სავსებით შეესაბამება საერთაშორისო სტანდარტებს, პასუხობს ამ სტანდარტებით დადგენილ ყველა მოთხოვნას და მთლიანად ორიენტირებულია მსჯავრდებულთა რესოციალიზაცია-რეაბილიტაციაზე.

 


სისტემაში მიღწეულ წარმატებებსა და ურთიერთთანამშრომლობის მნიშვნელობაზე ისაუბრეს მოწვეულმა სტუმრებმა, მათ შორის, ამერიკის ვისკონსინის შტატის წარმომადგენელმა და ევროკავშირის ელჩმა.

 

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი