ეკა ბესელია უკან დახევას არ აპირებს და ბიძინა ივანიშვილის საპასუხოდ ამბობს, რომ მალე „საზოგადოება სიმართლეს გაიგებს“
10-01-2019, 14:13

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

"ორშაბათს ვისაუბრებ და ნათელს მოვფენ ყველაფერს. მე დარწმუნებული ვარ, საზოგადოება სიმართლეს გაიგებს და დარწმუნებული ვარ, ამ ბრძოლის სიმართლეშიც“, განაცხადა დეპუტატმა ეკა ბესელიამ პარტია „ქართული ოცნების“ ლიდერის, ბიძინა ივანიშვილის განცხადების შეფასებისას.

 


„რა სიმბოლურია, რომ ახლა ვიმყოფები ევროსასამართლოს მოსამართლეთა არჩევის ევროსაბჭოს საპარლამენტო კომიტეტის სხდომაზე, სადაც სტრასბურგის მოსამართლეთა შერჩევაზე უნდა ვიმსჯელოთ და საქართველოში ვერ ვთანხმდებით, რომ უნდა არსებობდეს გამართული სტანდარტები და კრიტერიუმები. რაც შეეხება ამ განცხადებას, რაც გავრცელდა პარტიის თავმჯდომარის სახელით, ორშაბათს ვისაუბრებ და ნათელს მოვფენ ყველაფერს. მე დარწმუნებული ვარ, საზოგადოება სიმართლეს გაიგებს და დარწმუნებული ვარ, ამ ბრძოლის სიმართლეშიც“, განაცხადა ეკა ბესელიამ, რომლის სიტყვების ციტირებასაც „საზოგადოებრივი მაუწყებელი“ ავრცელებს.

 


ივანიშვილმა უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების არჩევის საკითხსა და მმართველ გუნდში არსებული სირთულეებზე განცხადება დღეს გაავრცელა და მასში აღნიშნულია, რომ „გაუგებარი იყო ეკა ბესელიას განცხადება, როდესაც მან 27 დეკემბერს იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარის თანამდებობის დატოვება მოსამართლეების არჩევის საკითხს დაუკავშირა“.

 


„მსურს საზოგადოებას დავუდასტურო, რომ გადაწყვეტილება ეკა ბესელიას აღნიშნული თანამდებობიდან გადადგომისა და პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილის პოზიციაზე გადანაცვლების თაობაზე ჯერ კიდევ ზაფხულში იქნა მიღებული.

 


აღნიშნული გადაწყვეტილება უკავშირდებოდა იმ სირთულეებს, რომლებმაც მმართველ გუნდში 2017 წელს იჩინა თავი და რომლებიც პოლიტიკაში ჩემი დაბრუნების ერთ-ერთ მთავარ მიზეზად დავასახელე - ეს იყო გუნდურობის დეფიციტი.

 


ამ კონტექსტში, სამწუხაროა, რომ ჯერ კიდევ გასული წლის ზაფხულში, სრულიად სხვა საფუძვლით მიღებული გადაწყვეტილება ეკა ბესელიამ მოსამართლეების არჩევის საკითხს დაუკავშირა. კიდევ უფრო გაუგებარია ის გადაწყვეტილებები, რომლებიც მან თანამდებობიდან გადადგომის შემდეგ მიიღო - რამდენიმე დღის განმავლობაში პარლამენტის ბიუროსთვის განცხადების არწარდგენით, აგრეთვე პარლამენტის რეგლამენტის უხეში დარღვევის გზით გედევან ფოფხაძის კომიტეტის თავმჯდომარის პირველ მოადგილედ არჩევით, იგი წავიდა გუნდის და გუნდურობის პრინციპის წინააღმდეგ.

 


გუნდის მიმართ ამგვარი დამოკიდებულების გათვალისწინებით, სრულიად ბუნებრივია, რომ დღის წესრიგიდან მოიხსნა პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილედ ეკა ბესელიას არჩევის საკითხი“, აცხადებს ბიძინა ივანიშვილი.

 

კომენტარები: 2
#2   იზოლდა
      
1.დავუშვათ, ბესელიას გადადგომა არ უკავშირდება მოსამართლეების საქმეს და რაიმე უხერხულობისაგან თავის ასარიდებლად გამოიყენა ეს თემა, რითაც გამოხატა საკუთარი დამოკიდებულებაც ამ თემისადმი, და რაც საზოგადოების განწყობასთანაც თანხვედრაშია. ბესელია ისჯება (უკვე დასაჯეს იმით, რაც თქვეს მასზე) გუნდის ერთი ნაწილისაგან. გამოდის: ეს ნაწილი თავგადაკლული იბრძვის, გაიტანოს იუსტიციის საბჭოს მიერ წარმოდგენილი უღირსი მოსამართლეების სია სრულად და ვინც წინ გადაეღობება, მზადაა ჩარეცხოს? რასთან გვაქვს საქმე?
2. ამასთან: ბესელია არაა რიგითი , სადღაც გადასაგდები პარლამენტარი,რომელთაც თითი-თითზე არ დაუდიათ 2012 წელში "ოცნების" სასარგებლოდ და სხედან პარლამენტში მდუმარენი__ხმის უფლებით (სამწუხაროდ!).
3.მთელი ამ 6 წლის მანძილზე ბესელია იყო ამოღებული (ხმალი კი არა) ხმა__მოპასუხე ოპოზიციის ბრალდებებზე იმ უამრავ მუნჯსა ან ძლივს ბლუკუნა პარლამენტარებს
შორის ,"ოცნებას" რომ უნარჩუნებდა ძალას, იმიჯს, სამართლიანობას... და რომელზეც ხშირად ტყდებოდა უსამართლობის ჯოხი ოპოზიციისაგან. იქნებ "ოცნებას" შემატებული "ახლების" 6-წლიანი ღვაწლიც დაგვიდოთ წინ?
ნუთუ ასე იოლად წირავთ თანაგუნდელს, აქტიურს, ერთგულს, შემძლეს, მებრძოლს... ეს რა მაგალითია?
4. გუნდის ერთობის დამრღვევზე კეთდება აქცენტი. ეს ხომ ღია ეთერით ვნახეთ. არ ვართ "უუნაროები"! ვიცით, რომ ესენი არიან კილაძე და თავად კობახიძე. თუ არ ეთანხმებოდნენ ბესელიას, რატომ გააჟღერეს ეს ღია ეთერში, ასე ვთქვათ, გუნდის გარეთ რატომ გაიტანეს პროტესტი ბესელიას ქმედების გამო?
5.ხვდებით "ოცნების" მხარდამჭერი ვარ და მისი ყოველი არასწორი ნაბიჯი მაწუხებს; სამწუხაროდ, ამ ნაბიჯებით უამრავი ჩემნაირი გააოცეთ! "ოცნება"თავად უპირისპირდება მეორე ტურის წინასაარჩევნო დაპირებებს; ასეთები გროვდება და ეს საბედისწეროა! იქმნება შთაბეჭდილება, რომ თავად ებრძვით საკუთარ თავს, ერთობას , "ოცნებას", რაც უამრავ არასასურველ ეჭვს ბადებს და ნაცების პოზიციებს ამაგრებს.
12 იანვარი 2019 08:28
#1   ზვიად გელაძე
      
გუნდში აუცილებელია გუნდურობა და თუ ამას რომელიმე არღვევს არააქვს მნიშვნელობა რა რანგის იქნება სასწრაფოდ მოსაშორებელია.
ასევე მოვუწოდებ ყველა პოლიტიკურ თუ არაპოლიტიკურ საჯარო მოხელეს დაუდგეს ერთგულად დიდ ქველმოქმედ ბიძინა ივანიშვილს და მთელი ძალისხმევით ემსახუროს ერსა და ქვეყანას.
12 იანვარი 2019 08:02
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი