გედევან ფოფხაძე დაჟინებით მოუწოდებს ბიძინა ივანიშვილს, უერთგულოს იმ გუნდს, ვისთან ერთადაც 2012 წლის 1-ელ ოქტომბერს არჩევნები მოიგო
10-01-2019, 15:42

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

„მოვუწოდებ ბატონ ბიძინასაც და ყველას ჩვენი გუნდის წევრებს, რომ ვუერთგულოთ იმ გუნდს, ვისთან ერთადაც 2012 წლის 1-ელ ოქტომბერს მოვიგეთ“, - განაცხადა დეპუტატმა გედევან ფოფხაძემ ბიძინა ივანიშვილის დღევანდელი განცხადების საპასუხოდ.

 


„გუნდში არიან ადამიანები, რომლებიც ლოიალური არიან ამ სიის [მოსამართლეების] მიმართ და ვართ ადამიანები, რომლებიც პრინციპულად წინააღმდეგები ვართ. რაც შეეხება გუნდურობას. მე ხაზგასმით მინდა ვთქვა, რომ ჩვენი გუნდურობა გამოიხატება იმ ღირებულებების და პრინციპების ერთგულებაში, რითაც ჩვენ მოვიგეთ 2012 წლის 1-ელი ოქტომბრის არჩევნები. ჩემი გუნდი არის ის ხალხი, რომლებიც ციხეში სანთლით ხელში ლოცულობდნენ ჩვენი გამარჯვებისთვის და ღამეს ათევდნენ საარჩევნო უბნებთან. ეს არის ჩემი გუნდი. მე ამ გუნდს არასდროს არ ვუღალატებ და არასდროს არ მივატოვებ. პრინციპები და ღირებულებები იმ ადამიანებთან ჩვენ არავითარ შემთხვევაში არ შეგვიცვლია და იმ ადამიანებისთვის სააკაშვილის ზონდერ-მოსამართლეების დანიშვნა არასოდეს არ იქნება მისაღები. მოვუწოდებ ბატონ ბიძინასაც და ყველას ჩვენი გუნდის წევრებს, რომ ვუერთგულოთ იმ გუნდს, ვისთან ერთადაც 2012 წლის 1-ელ ოქტომბერს მოვიგეთ, ვისთან ერთადაც 2011 წელი დავიწყეთ. გავიხსენოთ ეს ყველაფერი, რა ხდებოდა, რატომ იდგა ხალხი ჩვენს გვერდზე, რატომ გამოვიდა ქუჩაში, რატომ იყო ხალხისთვის ყველაზე მტკივნეული - სამართლიანობა იყო მთავარი მოთხოვნა საზოგადოების მხრიდან. კარგით, დავუშვათ, ის მოსამართლეები, რომლებიც გარანტები იყვნენ კანონის დარღვევის, ციხეებში დღეს არ ზიან, დავუშვათ, თუმცა მე მგონია, რომ ბევრი უნდა იჯდეს ციხეში მათ შორის. მე მორალს კი არ უნდა მიკითხავდნენ, უნდა იხდიდნენ იმ სასჯელებს, რომელსაც იმსახურებდნენ იმისათვის, რომ აი, იმ სისტემურ დანაშაულში იყვნენ ჩვეულებრივი თანამონაწილეები“, განაცხადა გედევან ფოფხაძემ.

 

კომენტარები: 1
#1   Marla
      
Wonderful work! That is the type of information that are supposed to
be shared across the internet. Shame on Google for now not positioning this publish
higher! Come on over and visit my site . Thank you =)

Stop by my homepage :: Miriam
8 ნოემბერი 2021 22:21
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი